მორიგი გამოკითხვა - ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე

გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 47,2%.
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დიდი უპირატესობით ლიდერობს ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
„ქართული ოცნების“ ახალი კვლევა: რა აჩვენა წინასაარჩევნო გამოკითხვამ
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 47,2%.
მეორე ადგილზეა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, რომელსაც ხვალ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 26,8%.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
„გახარია - საქართველოსთვის“ – 6,9%.
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.4%
„ლელო“ - 2,6%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,4%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,1%
„მოქალაქეები“, - 1,6%
„ევროპული საქართველო“ - 1,4%
„ლეიბორისტული პარტია“ - 1,2%
„გირჩი“ - 0,8%
სხვა პარტიები - 3,6%.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, გამოკითხულებს შესთავაზეს არჩევანი გაეკეთებინათ ორ კანდიდატს შორის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრობასთან“ ერთად).
კახა კალაძის მხარდასაჭერად მზადაა გამოკითხულთა 61,4%, ნიკა მელიას - 38,6%.
ოპოზიციის შიდა გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ შესაძლოა არჩევნებში დამარცხდეს
გამოკითხვა ჩატარდა 14-25 აგვისტომდე პერიოდში. სულ გამოკითხულია 1.500 ადამიანი. ცდომილება საქართველოს მასშტაბით შეადგენს +/-2,5%, თბილისში - +/-3,6%.
ოპოზიციაში ამ შედეგების არ სჯერათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია, ხოლო მმართველი პარტია 40%-საც ვერ აიღებს.