COVID-19 - ბოლო ცნობები

ლომჯარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და პენიტენციურ სამსახურს მიმართავს

სახალხო დამცველი სწავლობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას კორონავირუსის გავრცელების კუთხით და უკვე გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ
Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენიტენციურ სისტემაში 96 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული/ბრალდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებულია 96 პატიმარი
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან.
„მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსი საქართველოს ციხეებში: ოპოზიცია ფართო ამნისტიას მოითხოვს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისათვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად გამოიყენოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები.
გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა, რადგან, მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში მძიმე სიტუაციაა – ციხეებში კორონავირუსის აფეთქებაა, მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინფიცირებულია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თამარ გაბუნია: ციხეებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია სრულად კონტროლირებადია
როგორც დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ამცირებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა პენიტენციურ სისტემაში არის „საკმაოდ დაბალი“.
17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.