COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა

ბავშვს აღენიშნებოდა რამდენიმე სერიოზული დაავადება, კორონავირუსული ინფექციის ფონზე კი სეპტიკური შოკი განვითარდა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსის გართულებით ექვსი წლის ბავშვი გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში 27 აგვისტოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
მედიკოსის განცხადებით, ბავშვს რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. გარდა ამისა, ბინაზე მკურნალობის პერიოდში მას კრუნჩხვები განუვითარდა.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის
„შემოსვლისთანავე დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მას ჰქონდა რამდენიმე დაავადება – ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა. კოვიდინფექციის ფონზე განვითარდა სეპტიკური შოკი და პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 მოზარდი მკურნალობს, აქედან 29 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის 10%-ს ბავშვები შეადგენენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას
მედიკოსების თქმით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ასევე ორსულები განეკუთვნებიან. ექიმები მოუწოდებენ მათ, ვაქცინაცია გაიარონ. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 13 ორსული გარდაიცვალა.