როგორ გადავიტანოთ COVID-19-ზე აცრა მარტივად: ექიმის რეკომენდაციები

Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იმისათვის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების ალბათობა შემცირდეს, აცრის წინ რაციონში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და გასტროენტეროლოგმა ნიკიტა ხარლოვმა.
თუ COVID-19-ის შემდეგ თმის ცვენა დაგეწყოთ: ექიმი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წინ ადამიანმა ტკბილეულზე უარი თქვას, ვინაიდან სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დროს აცრა უფრო რთულად გადასატანი ხდება.
„ვაქცინაციის წინ ტკბილეული ტაბუდადებულია“, — ამბობს ექიმი.
იგივე ეხება ყველა ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.
„ეს ეხება ყველა ტიპის ნახშირწყლებს, თუნდაც არატკბილს. კარტოფილი, მარცვლეული, პური ასევე ზრდის სისხლში შაქრის დონეს“, — განმარტა ხარლოვმა.
ვაქცინაციამდე სიფრთხილეა საჭირო ხილთან მიმართებაშიც. ექიმი გვირჩევს, რომ ხილის რაოდენობა აცრის წინ დაახლოებით ორჯერ შევამციროთ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გაქვთ თუ არა COVID-19: მარტივი ტესტი ოთხ არომატზე
ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რომ ყველაზე მავნე ვაქცინაციამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე აცრის შემდეგ არის ბანანი, ყურძენი და ნესვი. ერთადერთი გამონაკლისი არის ციტრუსები. ლიმონზე, ლაიმსა და გრეიპფრუტზე უარის თქმა აუცილებელი არ არის.
ექიმის თქმით, გარდა იმ საკვებისა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ზრდის, საჭიროა მოერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

„არ გასინჯოთ არანაირი ახალი საკვები. მიირთვით მხოლოდ ის, რის ჭამასაც უკვე დიდი ხანია მიჩვეული ხართ — კონკრეტული მარკის ძეხვეულის ან რძის ჩათვლით. არანაირი ექსპერიმენტი, არანაირი ცნობისმოყვარეობა, არანაირი ეგზოტიკური რამ“, — აღნიშნა ხარლოვმა.

როგორც ექიმი ამბობს, ჭარბმა კვებამ ასევე შეიძლება დარტყმა მიაყენოს იმუნურ სისტემას. ამიტომ უმჯობესია რაციონში ცვლილებები ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანოთ და დაიცვათ დიეტა აცრიდან ორი კვირის განმავლობაში — სანამ პირველადი იმუნური პასუხი არ ჩამოყალიბდება.