თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია, განუცხადა ჟურბალისტებს ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში ჰოსპიტლიდან მხოლოდ ორი პაციენტი გაეწერა.
„ყველა პაციენტი, რომელიც ამ წუთში ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს, ჟანგბადდამოკიდებულია“, - განაცხადა მან.
ამ დროისთვის ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში 82 პაციენტი მკურნალობს.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. აქედან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - სამგორის საველე ჰოსპიტალი ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენები გადაიტვირთება, ხოლო დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალმა მუშაობა 28 აგვისტოდან შეაჩერა.