COVID-19 - ბოლო ცნობები

არგენტინაში გაარკვიეს, როგორ ფორმირდება იმუნიტეტი „სპუტნიკ V“-ს შემდეგ

Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. რუსული „სპუტნიკ V“ ვაქცინით აცრიდან ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან დაცვა თანდათან იზრდება – ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ არგენტინელი სწავლულები, რომელთა ნაშრომის პრეპრინტიც პორტალ medrxiv-ზეა გამოქვეყნებული.
რუსეთი AstraZeneca-სა და „სპუტნიკ ლაითის“ ერთობლივ გამოცდას დაეთანხმა
ცდების ჩატარებაში ჩართული იყვნენ სპეციალისტები სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროდან, ბუენოს-აირესის უნივერსიტეტიდან, ამერიკის ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
მკვლევარებმა 1,8 ათასი ადამიანის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს, რომლებიც რუსული ვაქცინით იყვნენ აცრილი. ეს ნიმუშები მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში აიღეს. მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ანტისხეულების ფორმირების პროცესი, ისე მათი ბრძოლისუნარიანობა „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“ და „ლამბდა“ შტამების წინააღმდეგ.
ვაქცინა მოზარდებისთვის: მოსკოვში „სპუტნიკ V“-ს გამოცდები დაიწყო
არგენტინული ნაშრომიდან ამონარიდები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმაც გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე, რომელიც პრეპარატს ეძღვნება. როგორც მის ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზმის დაცვა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ ვაქცინირებიდან ექვსი თვის შემდეგ იმატებს „გამანეიტრალებელი ანტისხეულების მომწიფების განგრძობადი პროცესისა და მათი ეფექტურობის ზრდის შედეგად“. ეს განსაკუთრებით ვლინდება „ბეტა“ და „გამა“ შტამების შემთხვევაში.
არგენტინელი მეცნიერების კვლევამ დაადასტურა, რომ ანტისხეულების გამანეიტრალებელი უნარი ვაქცინაციიდან 120 დღის შემდეგ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აცრიდან 42 დღის შემდეგ.
ვაქცინა „სპუტნიკ V“ გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა არგენტინაში, რომელიც მესამე ქვეყანა იყო თავად რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ.