ცარიელი სკამები და საპროტესტო აქცია: გახარიას პარტიამ აჭარაში კანდიდატები წარადგინა

პარტიამ წარადგინა ბათუმის და აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები, ასევე მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი ბათუმის საკრებულოში.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ტრანსლაცია პარტიის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო 8 სექტემბერს წარმოადგენს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
„ჩვენი გეგმა გვაქვს“ - რატომ არ ჩქარობს გახარიას პარტია მერობის კანდიდატების წარდგენას
კანდიდატები პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მძიმე ეპიდვითარების გამო წარდგენა დამსწრეების გარეშე ჩატარდა, თუმცა მათთვის სიმბოლურად იყო დატოვებული ცარიელი სკამები.
ბათუმის მერობის კანდიდატი - ირაკლი მიქელაძე
შუახევი - შალვა გოგიტიძე
ხელვაჩაური - ჯუმბერ ბერიძე
ქედა - ელგუჯა ნაკაშიძე
ქობულეთი - ირაკლი ბერიძე
ხულო - გია აბულაძე.
რაც შეეხება პარტიის „საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი შვიდეული ასე გამოიყურება:
1.
მინდია დევაძე
2.
დავით თავართქილაძე
3.
ბექა წუწუნავა
4.
თამილა ფაღავა
5.
ჯემალ ანანიძე
6.
ლაშა ქობულია
7.
ნაზი აბაშიძე.
პოლიტიკური დევნა თუ რიგითი კრიმინალი - გახარიას პარტია სკანდალში გაეხვა
წარდგენის ღონისძიება აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მივიდნენ. მათ გიორგი გახარიასგან 20-21 ივნისის მოვლენებსა და გახმაურებულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება მოითხოვეს.
მოსალოდნელია, რომ პარტიას ასევე თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
ოპოზიციის შიდა გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ შესაძლოა არჩევნებში დამარცხდეს
გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.