მიმოხილვა: უკრაინაში დემოკრატია მხოლოდ სიტყვითაა

ბოლო 20 წლის განმავლობაში უკრაინაში ოლიგარქიული კლანების განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს ქვეყანაზე ერთპიროვნული კონტროლის დასამყარებლად.
Sputnik
2004 და 2013-14 წლებში დაპირისპირება ანტიკონსტიტუციურ, ძალადობრივ ფორმებში გადაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები რომც არ გავითვალისწინოთ, ხელისუფლების ასეთი ძალადობრივი ცენტრალიზაციის შედეგად ცენზურა და ტერორი იქცა.

დონბასისადმი სიძულვილის პროპაგანდა

„ევრომაიდანი“ და სამოქალაქო ომი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში − ეს ყველაზე სისხლიანი ფურცელია ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
უკრაინა ოცდაათი წლის შემდეგ: არჩევანის პრობლემა
2014 წლის თებერვალში კიევში დაუდგენელი სნაიპერების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ევრომაიდანის 75 მონაწილე და სამართალდამცველი დაიღუპა, დაშავდა 570-ზე მეტი ადამიანი. გამოძიება აქამდე არ დასრულებულა, დამნაშავეები დადგენილი არ არიან.
2014 წლის მაისში ოდესაში პროფკავშირების სახლი დაწვეს, რა დროსაც 42 ადამიანი დაიღუპა − გაიგუდა, დაიწვა ან ჭყლეტაში მოჰყვა. უკრაინული მედიასაშუალებები მხატვარ ალექსანდრ როიტბურდის ჩაწოდებით იტყუებიან, რომ დაღუპულთა შორის არიან „რუსეთისა და დნესტრისპირეთის მოქალაქეები“.
შეიარაღებული კონფლიქტის გამო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ხალხი აქამდე იღუპება. დონბასში რეალური ვითარების შესახებ ლუგანსკელმა კინემატოგრაფისტებმა მხატვრული ფილმი Ополченочка გადაიღეს. პროექტს „როსსოტრუდნიჩესტვომ“ დაუჭირა მხარი. იგეგმება ფილმის გადათარგმნა ექვს ენაზე და უცხოეთში არსებულ „რუსულ სახლებში“ ჩვენება.
„2019 წელს ჩვენ გამოვუშვით ფილმი Ополченочка, სადაც მოვყევით, როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ აჯანყდა დონბასის ხალხი, რატომ აიღო ხალხმა იარაღი ხელში. ამ დროისათვის უკრაინულ პროპაგანდას ხუთი მხატვრული ფილმი აქვს გამოშვებული. თითოეულ მათგანში აღწერილია რუსეთის აგრესია, ხოლო დონბასელები გონებადახშულ ნაძირლებად და ბარბაროსებად არიან წარმოდგენილი“, − ამბობს „ლუგაფილმის“ ხელმძღვანელი რომან რაზუმი.
პოლიტიკური და საკრედიტო კაბალა: რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებამ
მისი თქმით, უკრაინელ ახალგაზრდებში სპეციალურად აყალიბებენ დონბასელების მიმართ სიძულვილს, მტრებად წარმოაჩენენ მათ.
დღეს უკრაინული საზოგადოება გახლეჩილია, ამბობს ტელეარხ RT international-ის კორესპონდენტი რომან კოსარევი, რომელიც 2014 წლიდან აშუქებს დონბასის სამხედრო კონფლიქტს. თუმცა, მისი აზრით, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც რუსოფობიას მხარს არ უჭერს, უფრო მეტია.
„სამწუხაროდ, უკრაინელები, რომლებიც მხარს არ უჭერენ მძვინვარე რუსოფობიას, საჯაროდ არ გამოხატავენ თავიანთ თვალსაზრისს. ერთ-ერთი მიზეზი – საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების სიცოცხლის გამო შიშია. ხოლო მათთან, ვინც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ბედავს, შინ მიდიან ნაციონალური კორპუსის წარმომადგენლები და საჯაროდ ბოდიშის მოხდას აიძულებენ“, − ამბობს კოსარევი.
მისი თქმით, აგრესიული უმცირესობა რუსოფობიას, მკვლელობებს უწევს პროპაგანდას, მოუწოდებს დონბასის რუსებისგან გაწმენდისკენ, მათგანაც კი, ვინც იქ დაიბადა და გაიზარდა.

კურსი დეკომუნიზაციისკენ

2014 წლის შემდეგ უკრაინაში ე.წ. დეკომუნიზაცია გამოცხადდა, რომელსაც სწრაფად მოჰყვა შედეგად ერთ-ერთი უდიდესი ოპოზიციური პარტიის − უკრაინის კომუნისტური პარტიის აკრძალვა. კომუნისტები ერთადერთი იყვნენ უკრაინულ პოლიტიკაში, რომლებიც ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალებაში, დონბასში სამოქალაქო ომსა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
მიხაილ ხაზინი: უკრაინის ელიტა ქვეყანაზე არ ფიქრობს
„რატომ მოხდა ოპოზიციური მედიასაშუალებების ძარცვა? რატომ სცემენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს? რატომ მოკლეს ოლეს ბუზინი? იმიტომ რომ უკრაინა არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. ის დემოკრატიულია მხოლოდ ფურცელზე და სიტყვებით, რომლებსაც დასავლელი პოლიტიკოსები წარმოთქვამენ. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ კომუნისტური პარტია აიკრძალა. შესაძლოა ის ყველაზე დიდი საფრთხე არ იყო ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, მაგრამ ანტიკუმუნიზმის ტენდენციის ფარგლებში, რომელსაც თანამედროვე პოლიტიკური ელიტა აღიარებს, ამ პარტიის აკრძალვა სრულიად ლოგიკური იყო“, − ამბობს ინტეგრაციის პერსპექტივათა შემსწავლელი ცენტრის დირექტორი სერგეი რეკედა.
უფრო ახალი მაგალითი − პარტია „ოპოზიციური პლატფორმა − სიცოცხლისათვის“ ლიდერის ვიქტორ მედვედჩუკის დევნა სახელმწიფოს ღალატისა და „სეპარატისტების დაფინანსების“ პოლიტიკური ბრალდებებით. 2019 წლის თებერვალში მედვედჩუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მას შემდეგ, რაც მან ახალი სამშვიდობო წინადადებები გამოაქვეყნა დონბასის ავტონომიზაციასთან დაკავშირებით. მისი გეგმის მთავარი მიზანი დონბასის ავტონომიურ რეგიონად ქცევა იყო უკრაინის შემადგენლობაში − თავისი პარლამენტითა და მთავრობით. სწორედ ეს ჩათვალა უკრაინის ხელისუფლებამ სეპერატიზმისკენ მოწოდებად.

შერისხული ჟურნალისტები

ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში მომხდარს არასახელისუფლებო პოზიციიდან აშუქებენ, ჰეიტერების თავდასხმების მსხვერპლი ხდებიან სოცქსელებში, მათ ასევე დევნიან სახელმწიფო დონეზეც.
მოსაზრება: რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება უკრაინის სტაბილურობის უზრუნველყოფას?
„დონბასიდან პირდაპირი ჩართვების შემდეგ სოციალურ ქსელებში შეტყობინებები მომდიოდა: „გისურვებ პირდაპირ ეთერში ამოგხდეს სული!“, „არაფერი პირადი, მაგრამ მტერი ხარ!“, − ამბობს რომან კოსარევი.
RT-ს კორესპონდენტი მისი „პროპაგანდისტული რეპორტაჟებისა“ და „უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ ასევე შეყვანილია „მიროტვორეცის“ ბაზაში.

„ამ უკრაინულ საიტზე „ბოროტმოქმედებად“ ჩამითვალეს ისიც, რომ მე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ყოველწლიურად ვულოცავ დონბასელ ბავშვებს ახალ წელს, ვჩუქნი საჩუქრებს. აი, ასეთი საშიში დამნაშავე ვარ“, – ამბობს კოსარევი.

ის ნერვიულობს, რომ ზოგი დონბასელი ბავშვი ომის დროს დაიბადა, ახლა უკვე პირველ კლასში მიდის, მაგრამ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უკრაინაში კი ბავშვები ახალ ისტორიას სწავლობენ, რომელსაც „არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.
უნდა აღინიშნოს ჟურნალისტებზე არაერთი თავდასხმა და მათი მკვლელობებიც. 2014 წლის თებერვალში კიევის ცენტრში გაზეთ „ვესტის“ რეპორტიორი ვიაჩესლავ ვერემიი მოკლეს; 2015 წლის მარტში საკუთარ სახლში მოკლეს გაზეთ „ნეტიშინსკი ვესტნიკის“ მთავარი რედაქტორი ოლგა მოროზი; 2016 წლის ივლისში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ტელჟურნალისტი პაველ შერემეტი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს