ხშირად ის, რაც უფროსებს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, პატარებისთვის სერიოზული პრობლემაა და ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე აისახება.
მაინც რა სწყინთ ჩვენს შვილებს ყველაზე მეტად?
ინტერესების დათრგუნვა
ბავშვი აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ ოჯახი ყოველთვის მხარში ედგება. არასდროს დათრგუნოთ ბავშვის მისწრაფებები და ლტოლვა, თუნდაც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ინტერესი მალე გაუნელდება.
სხვებთან შედარება
აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მეთოდი გამუდმებით სხვა ბავშვების მაგალითად მოყვანაა – იქნება ეს მეგობრის, ნათესავის, მეზობლისა თუ ნაცნობის შვილი. გარდა გაღიზიანებისა და არასრულფასოვნების შეგრძნებისა, მსგავსი კომენტარები სხვას არაფერს იწვევს.
დაცინვა
ხშირად იმას, რაც უფროსებს უწყინარ ხუმრობად ეჩვენებათ, ბავშვისთვის გულის ტკენა, ასე ვთქვათ, გულში დაჭრა შეუძლია. ამიტომ სანამ რამეზე იხუმრებთ, დაფიქრდით, ხომ არ ეწყინება პატარას თქვენი სიტყვები.
ყვირილი
დიახ, შესაძლოა ასე მართლაც აიძულოთ ბავშვი გაჩუმდეს, მაგრამ გახსოვდეთ: ასე თქვენ სამუდამოდ დაკარგავთ ნდობასა და ავტორიტეტს ბავშვის თვალში.
არ გესმით მისი
თუ ბავშვს რამე პრობლემად ეჩვენება, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას და შეეცადეთ დაეხმაროთ მის გადაჭრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი იფიქრებს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და იმაზე მეტად ეტკინება გული, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
და, ბოლოს, ურიგო არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ მარია მონტესორის 19 მცნებას მშობლებისთვის, რომელსაც აქვე გთავაზობთ.