მოსაზრება: შტატებმა რუსეთის საუკეთესო ადამიანებს შეუტია

სანამ ამერიკელები ავღანეთიდან გარბიან და გზადაგზა ჯავშანტექნიკასა და ფლოსტებს კარგავენ, მათ მიერ გაჩანაგებულ ქვეყანაში ნამდვილი ტრაგედია თამაშდება.
Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
მისი სიუჟეტი, სამწუხაროდ, კარგადაა ცნობილი. ოკუპაციის პერიოდში ბევრმა ავღანელმა დაიწყო ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობა. ახლა მათ თალიბების მხრიდან შურისძიებისა ეშინიათ. 
მოსაზრება: რუსულმა საიდუმლო იარაღმა აშშ-ს ევროპის ცენტრში მიაყენა დარტყმა
საუკეთესო ერთეულებმა — ამერიკელების მიერ დანიშნული პრეზიდენტის მსგავსებმა — მოახერხეს სათადარიგო აეროდრომიდან უცხოეთში გაქცევა. დანარჩენი კოლაბორაციონისტები ამერიკელებს ვიზების მიცემას ევედრებოდნენ, სასოწარკვეთილები სხვა საელჩოებს აწყდებოდნენ. მაგრამ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰყავდათ ავღანეთში კონტინგენტები, მოკავშირეებს გადარჩენის მცირეოდენი შანსიც კი არ მისცეს.
ისინი საკუთარი თავით იყვნენ დაკავებული: ბარგს ალაგებდნენ, საელჩოებში დოკუმენტაციას წვავდნენ, თვითმფრინავებში ლაგდებოდნენ. 
ტრაგედიის ახალი აქტი ქაბულის აეროპორტში გათამაშდა. შიშისგან გონდაკარგული ავღანელები თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე გაიჭრნენ, ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
„პუტინი აშშ-ს პრეზიდენტად!“ — დასავლეთი რუსეთის ლიდერის ინტერვიუზე მსჯელობს
არაფერი ახალი ამ ისტორიაში არ არის. ზუსტად ასე გაიქცნენ ამერიკელები საიგონიდანაც. მათზე მომუშავე სამხრეთ ვიეტნამელები ბრბოებად უტევდნენ ამერიკის საელჩოს, ცურვით ედევნებოდნენ მიმავალ ამერიკულ ტრანსპორტს — მათ ძალიან ეშინოდათ სამშობლოში დარჩენა და იმ დანაშაულებზე პასუხისგება, რომლებსაც ოკუპანტების ბრძანებით სჩადიოდნენ.
დღეს პარტიზანების ხელით საშიში რეგულარობით იხოცებიან სამხედრო თარჯიმანი ქალები და მამაკაცები, რომლებიც ამერიკელებზე მუშაობდნენ ერაყში. ხშირად ადამიანი მუქარების მიღებას იწყებს, ამერიკელებს დახმარებას სთხოვს ვიზის მიღებაში, მაგრამ მას უარს ეუბნებიან. ამის მერე კოლაბორაციონისტს უკვე მალე პოულობენ დახვრეტილს — ზოგჯერ ახლობლებთან და ნათესავებთან ერთადაც. უკვე ახლა მოკლულთა რაოდენობა ათასებით ითვლება. საშინელი წარმოსადგენია ამ საცოდავების მდგომარეობა ზამთარში, როდესაც ამერიკელები ერაყიდან ჯარებს გაიყვანენ.
ამერიკელი სამხედროებიც კი, რომლებიც არც ისე სენტიმენტალური ადამიანები არიან, სთხოვენ თავიანთ მთავრობას, ცოტაოდენი ადამიანურობა გამოიჩინონ და დაეხმარნენ მათ, ვინც ოკუპირებულ ქვეყნებში მათთან თანამშრომლობენ. მაგრამ არა, შტატების პოლიტიკა უცვლელი რჩება.
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე იპოვა
ამერიკელი კოლაბორაციონისტების ბედი, როგორც ვხედავთ, სამწუხაროა. მაშ, რატომ არ თხელდება მათი რიგები? რატომ მიდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადმიანები ესოდენ ბინძურ და საშიშ სამუშაოზე? თანაც არა მხოლოდ ღატაკ ავღანეთში, არამედ ოდესღაც აყვავებულ საბჭოთა ბალტიისპირეთშიც?
აქ საქმე ისაა, რომ მომავალ პოლიცაებს ამერიკელები მთელ მსოფლიოში სამ ეტაპად ზრდიან. თავიდან ეს უბრალოდ გლობალური დღის წესრიგის მხარდამჭერები არიან — აქტივისტები, ყველაფერ კარგისთვის მებრძოლები ყველაფერ ცუდის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი თავისი მშვენიერი საქმით იქნება დაკავებული მთელი ცხოვრება და პატიოსან მოქალაქედ დარჩება. მაგრამ ნაწილი რაღაც მომენტში გაიაზრებს, რომ პროგრესის მთავარი მტერი მათივე ქვეყანა და მისი ღრმად არასწორი ხალხია.  
ამ ეტაპზე აქტივისტი ცდილობს ამოეწეროს საკუთარი ხალხიდან, განაგრძობს აქტუალურ დღის წესრიგს, ნაგვის დახარისხებასა და ვეგანური ლატეს სმას, მაგრამ სულ უფრო მეტად იკვრება ვიწრო წრეში. იმავდროულად თავს ზეადამიანების კასტას აკუთვნებს, რომლებიც დღეს ასობით მეგაპოლისში ცხოვრობენ — ნაირობიდან პეკინამდე, ბუენოს-აირესიდან მოსკოვამდე.
Newsweek-ის სკანდალური წერილი: ამერიკის საიდუმლო არმია მთელ მსოფლიოში მუშაობს
მაგრამ წლები გადის, აქტივისტი ბერდება, მის გარშემო არაფერი იცვლება. ქვეყანაც ისეთივე არასწორია, ხალხიც, თავად ის კი, ასეთი ზეადამიანი, მთლად თეთრებშია.
და აი აქტივისტს ებადება შურისძიების ოცნება იმაზე, თუ როგორ შევლენ მის ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, სწორი დემოკრატები მთავარი დემოკრატიიდან, გულიანად გაადემოკრატიულებენ ყველაფერს, რაც მოძრაობს, ხოლო მას არასწორი ხალხის გაულაიტერად დანიშნავენ. ან პოლიცაიდ მაინც. კარგ ხელფასს მიიღებს დოლარებში და დაქვემდებარებულ მოსახლეობას აღვირს ამოსდებს.
პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიცაებს ეს ოცნებები ორ სერიად წარმოუდგებათ. პირველში პროგრესორები ამერიკელი სამხედროების დახმარებით უსწორდებიან თავიანთ არასწორ მოსახლეობას, მეორეში – მიდიან მოსკოვის დასალაშქრად.
ასეთ ფანტაზიებში ბევრი ჩვენი თანამედროვე ცხოვრობს ათობით წლის განმავლობაში. შურისმაძიებლობა, შურიანობა, პატრონზე ოცნება — ეს ლუზერის პირველადი ნიშნებია. მაგრამ ლუზერობა ეს ტვინის მდგომარეობაა და საფულისა. ლატენტურ პოლიცაებს შორის ბევრი მაჟორი და რანტიეა, ხშირად ეს მდიდარი და წარმატებული მოქალაქეები არიან.
მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია
ასე იზრდება ჯერ კიდევ დამოუკიდებელი და გაუდემოკრატიებელი ქვეყნის შიგნით ადამიანების მთელი ფენა, რომლებიც ბედნიერები იქნებიან, თუ შესაფერის დროს სამშობლოს ოკუპანტებს ჩააბარებენ — თანაც არა რაღაც გასამრჯელოს ფასად, არამედ ისე, უბრალოდ, რათა საკუთარ ხალხს დასცინონ.
ეს პროცესები ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
ამერიკელები დროდადრო მიატოვებენ ხოლმე მოკავშირეებს, მაგალითად, არ მიდიან დასახმარებლად სამხედრო კონფლიქტებისას. მოკავშირეები იღუპებიან, მათ ადგილზე კი სხვები ჩნდებიან.
თავიანთი ხალხიდან ამოწერის ვნებით შეპყრობილ ადმიანებს არ ესმით, უფრო სწორად, არ სურთ, ეშინიათ გაიგონ ერთი მარტივი რამ. მათ შეუძლიათ თავი კოსმოპოლიტებად მიიჩნიონ, გაუჩერებლად იყვირონ ყველაზე სწორი ლოზუნგები და საკუთარ სამშობლოს „ეს ქვეყანა“ უძახონ, მაგრამ შერიფს ინდიელების კიჟინი სრულებით არ აღელვებს.
მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით
ამერიკელებისთვის ისინი კატეგორიულად უცხო — ზოგჯერ საშიშ, ზოგჯერ სასაცილო ველურებად რჩებიან. ვერანაირი ვეგანური ლატე და ოქსფორდული პრონონსი ვერ აიძულებს დასავლელ კონტრაგენტებს, აღიარონ პოლიცაები თანაბარ პარტნიორებად. თუ საჭირო გახდება, მათაც ისევე გულგრილად გაანადგურებენ, როგორც სხვა მოსახლეობებს და განსაკუთრებული ცინიზმით ჩააბარებენ. 
მაგრამ, მოიცათ, ჩვენ ხომ თითქოს ევროპაში ვართ, ეს ხომ ერაყი არ არის, ჩვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობსო, ფიქრობენ პოლიცაები. მაგრამ, სამწუხაროდ, ამერიკელებს ასეთი წვრილმანები არ აღელვებთ. იუგოსლავიის ბედი გაიხსენეთ. ბელგრადში ჩამოყრილმა ამერიკულმა ბომბებმა მილოშევიჩის მომხრეებიც დახოცა და დასავლური ფასეულობების მომხრეებიც. თავშესაფრებში შიშისგან ერთნაირად კანკალებდნენ ძველი კომუნისტებიცა და ახალგაზრდა გლობალისტებიც. პორგერული დღის წესრიგი არასდროს ეხმარებოდა თავის ადეპტებს თეთრი ბატონების რისხვისგან გადარჩენაში.
ავღანეთში მომხდარის დანახვაზე უკრაინისა და ბალტიისპირეთის ელიტები რაღაცნაირად აღელდნენ. რაო, გამოდის, რომ ამერიკელებს შეუძლიათ წავიდნენ? დიახ, შეუძლიათ. უკრაინა გაზსადენის გარეშე უსახელურო ჩემოდნად იქცა.
მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები
ბალტიისპირელ ვეფხვებს, გარდა ვალებისა, არაფერი გააჩნიათ. რაში სჭირდებათ ისინი ამერიკელებს? როგორც სამხედრო პლაცდარმები რუსეთის წინააღმდეგ? მაგრამ, როგორც ჩანს, პარტნიორებმა გაიაზრეს, რომ ეს უიმედო და გიჟური საქმეა. და მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ წავიდნენ, უკან კი ნანგრევები, დეპრესია და სიღატაკე დატოვონ.
პოლიცაები, რომლებიც ასე ოცნებობდნენ, წითელ მოედანზე ამერიკული ტანკებით გაევლოთ, გატყდნენ და დაფრთხნენ. ზემოთურებმა თავიანთთვის მყუდრო სათადარიგო აეროდრომები გაიმზადეს, აი, საოკუპაციო ადმინისტრაციის დაბალი რანგის ჩინებს კი რეალობაში დაბრუნება მოუწევთ.
რუსეთი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ცენტრი, იზრუნებს იმაზე, რომ ეს პროცესი რბილად და შედარებით უმტკივნეულოდ ჩატარდეს. ხოლო დამსხვრეული ოცნებების ნუგეშად ის იქცევა, რომ ამერიკელების გარეშე ლიმიტროფულ ტერიტორიებზე ცხოვრება უკეთესი იქნება. უარესი მაინც ვეღარაფერი იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს