თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. გვაქვს მოლოდინი, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები საკმაოდ დადებით დინამიკას მოგვცემს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში 14 აგვისტოდან ამოქმედდა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ქალაქებში. შეზღუდვა არ შეეხო საქალაქთაშორისო მიმოსვლას.
ტიკარაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ ქვეყანაში ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება.
„ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მოძრაობას, განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე, რადგან არ იყო ამის საჭიროება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ ამ მოთხოვნასაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.