შოკი და საშინელება: მსოფლიომ ავღანეთში საკუთარი ბედი დაინახა

ჯერ კიდევ შაბათის საღამოს ანალიტიკოსები იმაზე მსჯელობდნენ, რამდენად შეაკავებდა ავღანეთში დაბრუნებული 5 ათასი სამხედრო თალიბების წარმატებულ მარშს.
Sputnik
ირინა ალქსნისი
შესაბამისი განკარგულება ჯო ბაიდენმა გუშინ გასცა და ეს შემცირებული დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა.
მიუხედავად იმისა, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების „თალიბანის“ ხელში გადასვლა ბოლოს გარდაუვალი იყო, მაინც არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გადასწევდა დროში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ამგვარ დასასრულს. შეფასებები რამდენიმე კვირიდან ორიოდე თვემდე შუალედში ვარირებდა.
აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის: ვრცელდება ერთობლივი განცხადება
კვირა დილით აშკარა გახდა, რომ ყველა ეს ექსპერტული და ვითომ ექსპერტული პროგნოზი სანაგვეში იყო გადასაყრელი. ოცწლიანი ძალისხმევა, რაც დასავლეთმა „თალიბანთან“ ბრძოლასა და ავღანეთის ვესტრენიზაციას შეალია, ერთ დღეში, რამდენიმე საათში გაცამტვერდა და კარტის სახლივით ჩამოიშალა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დასასრული ყველასთვის აშკარა იყო, მომხდარის მაშტაბები და სიჩქარე ისეთია, რომ შოკი, თავზარდაცემა და შიში გამოიწვია. ეს შეგრძნებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების მიმართ, რომელმაც გრანდიოზული სამარცხვინო ჩავარდნა განიცადა მთელი მსოფლიოს თვალწინ, შხამიან-მწარე კომენტარები პრაქტიკულად არ ისმის.
რა თქმა უნდა, აქ თავის როლს ასრულებს იმის გაცნობიერება, თუ ვინ მოდის ამერიკელების ადგილზე და რა საშინელი შედეგები შეიძლება უკავშირდებოდეს ამას. მიუხედავად თალიბების დაპირებისა, რომ მათ მიმართ, ვინც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდა, რეპრესიებს არ გაატარებენ, რომ პოზიციებს შეარბილებენ საზოგადოებაში ქალის როლის მიმართ, ეჭვგარეშეა, ავღანეთს წინ ანგარიშსწორება და ბევრი სიკვდილით დასჯა ელის. ხოლო ავღანელი ქალების ბედისა წინანდებურად არავის შეშურდება.
ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს: არიან დაღუპულები
არქაიკამ თანამედროვე ცივილიზაციაზე გაიმარჯვა — და როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს დასავლეთის მიმართ, ამ ფაქტით სიხარული შეუძლებელია. თუმცა საქმე მარტო სასტიკ და სისხლიან ავღანურ რეალობებში, უბედური ქვეყნის მოქალაქეების მიმართ თანაგრძნობაში არ არის, რომლებიც შუასაუკუნეობრივ სიბნელეს უბრუნდებიან.
კვირა დღის მოვლენები ესოდენ გამაოგნებელი იმის გამოც გამოდგა, რომ ამით მსოფლიომ თვალსაჩინოდ იხილა, როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის გლობალური ჰეგემონიის კრახი.
30 წლის წინ არსებობა შეწყვიტა საბჭოთა კავშირმა. ის სიჩქარე და დაუნდობლობა, როგორც ეს მოხდა, დღემდე იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. მსოფლიო ზესახელმწიფო, რომელიც დედამიწის ნახევარზე დომინირებდა, თითქოს აგერ, ახლახან არსებობდა, რამდენიმე თვეში კი მის ადგილზე ახალი სახელმწიფო წარმონაქმნების კონგლომერატი გაჩნდა, რომლებშიც ქაოსსა და ხშირად სისხლშიც ჩაიძირნენ.
როგორც წესი, ცდილობენ ხოლმე გაიაზრონ ის მიზეზები, რომელთა გამოც მოხდა სწორედ ასე. თიხის ფეხებზე მდგარი ტიტანისა და შიგნიდან სრულიად გამომპალი სისტემის მკაფიო მეტაფორები მოჰყავთ ხოლმე, რომელსაც სულ ბოლოს ფასადი ჩამოეშალა.
არა მარტო თალიბები: პოლიტოფისში განმარტეს, ვინ შევა ავღანეთის ახალ მთავრობაში
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ზოგჯერ სწორედ ასე ხდება: ერთი შეხედვით ურყევი სისტემა ელვის სისწრაფით ეშლებათ თავზე ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ქვეშ ჩალის გაფენისა და ყველაზე საშინელის თავიდან აცილების შანსს არ უტოვებენ. ადამიანი უბრალოდ იმ ქვიშის მარცვალი ხდება, რომელიც ისტორიულ შტორმს ახლავს თავს და ნგრევა და სიკვდილი მოაქვს.
ახლა მომხდარი არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატების მიერ გლობალური ჰეგემონიური სტატუსის დაკარგვა შესაძლოა სწორედ ასეთი სცენარით განვითარდეს — ზესახელმწიფოს ტახტიდან თანდათანობით კი არ ჩამოქვეითდეს, არამედ სხვა გეოპოლიტიკური ძალების მიერ ფუნქციების, ინსტრუმენტებისა და ბერკეტების ჩამორთმევის გზით უკონტროლოდ სწრაფად ჩამოიშალოს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში ავღანეთი, თავისი გაუგებრობით, თითქმის უცხოპლანეტურ ტერიტორიად იქცა, რომელიც გაუჩერებლად იბრძოდა და აბსურდული, წარღვნამდელი წესებით ცხოვრობდა. ხოლო იმის მიმართ, ვინც ესოდენ გაუგებარია, ძნელია გქონდეს გულწრფელი ემოციური კავშირი. ასე რომ, იქიდან მოსულ ინფორმაციებს, თუნდაც ყველაზე ტრაგიკულს, ტრადიციულად მოსდევდა იმგვარი გამოხმაურება, როგორიცაა: „უი-უი, რა საშინელებაა! არ დამავიწყდეს, ჩაისთვის ორცხობილა ვიყიდო“.  
ავღანეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა - ვიდეო
კვირა დღის მოვლენებმა მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი აიძულა ნამდვილად გაეგოთ ავღანელებისა და ცივი ჟრუანტელის დავლაც ეგრძნოთ. მათ ქვეყნებში „თალიბანი“ არ არის, მაგრამ მათ ცხოვრებაში აშშ უზარმაზარ როლს ასრულებს. ერთისთვის ის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, მეორისთვის — გეოპოლიტიკური სუზერენი, მესამისთვის — საოკუპაციო ძალები, მეოთხისთვის —  მსოფლიოს მთავარი ვალუტის ემიტენტი, რომელზეც მყარადაა მიბმული მთელი ეროვნული ეკონომიკა.
და შეუძლებელია, რომ ახლა ყველა ამ ადამიანმა თავს არ დაუსვას შეკითხვა: რა მოხდება, თუ შეერთებული შტატების სიძლიერეც ასევე სწრაფად ჩამოიშლება და რა გავლენას მოახდენს ეს კონკრეტულად მათზე?
დღეს მილიონობით ადამიანმა გააცნობიერა, რომ ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური კატასტროფები პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამხედრო ცუნამის იწვევს, რომელიც ყველა მხარეზე იშლება და შეუძლია ერთი შეხედვით ყველაზე აყვავებულ და მშვიდ კუნჭულებსაც მიაღწიოს. მათ ეს საკუთარ ცხოვრებაზე გადაიტანეს და შეშინდნენ.
რატომ იპყრობენ თალიბები ავღანეთს სწრაფად: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან
რუსეთისთვის კი, სადაც საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა საბჭოთა კავშირის კრახი, მომხდარი ნათელ გაფრთხილებად იქცა, რომ მსოფლიოს კიდევ უფრო მასშტაბური კატაკლიზმი ელის, ვიდრე 30 წლის წინ გადატანილი იყო.
თუმცა არის კარგი ამბავიც.
თუ მარტო ადამიანს პრაქტიკულად არ შეუძლია გაექცეს ესოდენ მასშტაბურ ისტორიულ გამოწვევებს, როცა მათი ზემოქმედების არეალში მოექცევა, ქვეყნებისთვის ასეთი შანსი ზოგჯერ არსებობს. ამისთვის მათ, ყველაფერთან ერთად, ავტონომიური ცხოვრების მაღალი უნარი უნდა ჰქონდეთ და კბილებამდე შეიარაღებულიც უნდა იყვნენ. რუსეთი კი, როგორც ცნობილია, ორივე მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს