თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება

თბილისელები მიიჩნევენ, რომ ისეთი ისტორიული შენობა, როგორიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმია, ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და მას პირვანდელი სახე უნდა შეუნარჩუნდეს.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საინიციატივო ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის დასაცავად მანიფესტზე ხელმოწერებს აგროვებს.
აქტივისტების აქცია ისტორიული შენობის დასაცავად – ვიდეო>>
საზოგადოება ისტორიული შენობის დასაცავად მას შემდეგ გამოვიდა, რაც კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია და ორივე ფლიგელი უნდა დაინგრეს. მაშინ მინისტრმა თეა წულუკიანმა აღდგენით სამუშაოებს „არარენტაბელური“ უწოდა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის ახალ შენობას შეარჩევენ. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ თეა წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შენობას არ დაანგრევენ და აღადგენენ ძველი იერსახის შენარჩუნებით.
თბილისში ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურას აპროტესტებენ
მიუხედავად ამ განცხადებისა, თბილისელების ნაწილი ფიქრობს, რომ მუზეუმის შენობას მაინც საფრთხე ემუქრება.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, სადაც მოითხოვენ ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და სარესტავრაციო სამუშაოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ხელმოწერების შეგროვება პუშკინის მოედანზე 2021 წლის 5 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე დაიწყო და 2021 წლის 16 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისათვის მანიფესტს ხელი 2 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებია:
გარდა ამისა, განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან“.
ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში განთავსდება
ამჟამად განცხადებაზე ხელი 1.500 ადამიანს აქვს მოწერილი.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული. შენობა 1835 წელს არის აგებული.
მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.