საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის შეიძლება „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევა დაიწყოს

საუბარია პრეპარატ „ივერმექტინის“ გამოცდაზე, რომელსაც COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოხატული ანტივირუსული აქტივობა აქვს და ყველაზე პერსპექტიულ პრეპარატად მიიჩნევა.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ქართველი სპეციალისტები კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის პრეპარატ „ივერმექტინის“ გამოყენების თაობაზე კლინიკური კვლევების დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Facebook-გვერდზე დაწერა.
ცერცვაძის თქმით, ამ პრეპარატს აშშ-ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს (FDA) ან ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გააჩნია.
UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან, რომელზეც განიხილეს „ივერმექტინის“ კლინიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობა კორონავირუსით დაავადებულებში. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ცერცვაძის თქმით, პანდემიის დაწყების დღიდან არ წყდება მედიკოსებისა და მეცნიერების მცდელობა, იპოვონ მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს ეფექტური იქნება. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს სხვადასხვა მედიკამენტის, მათ შორის, ანტივირუსული მედიკამენტების დიდი თუ პატარა კვლევები. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი, რომელზეც ბოლო დროს აქტიურად მსჯელობენ სამედიცინო წრეებში, „ივერმექტინია“.
„ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძე ქუჩაში მოსიარულე ინფიცირებულებზე:კატეგორიულად ვთხოვ მთავრობას, გააკონტროლოს ისინი
COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ „ივერმექტინს“ აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს, აღნიშნავს ცერცვაძე. „ივერმექტინი“ გამოიყენეს ინდოეთში ცოტა ხნის წინ, როდესაც დიდი ეპიდემიოლოგიური აფეთქება იყო. ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების კლინიკური კვლევის შედეგებით, „ივერმექტინის“ გამოყენებამ საშუალო და მძიმე ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილიანობა, ასევე ის ამცირებდა ანთებით პროცესს და მალე წმენდდა ორგანიზმს ვირუსისგან.
ჯანმო ამ პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში იძლევა.
„ივერმექტინი“ გამოიყენება ონხოცერკოზის, სტრონგილოიდოზის, სხვა გელმინტოზებისა (პარაზიტული დაავადებები) და სხვა დაავადებების დროს.