არჩევნები 2021: რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2.044 დეპუტატს და 64 მერს აირჩევს.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ახლა პარტიები რეგისტრაციას გადიან და თავიანთი კანდიდატების წარსადგენად ემზადებიან.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა
კენჭისყრა 2 ოქტომბერს გაიმართება.
საერთო ჯამში, ცესკოს უახლესი მონაცემებით, არჩევნებში 23 პარტია მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობა შეზღუდული არ არის. პარლამენტში უკვე გასულ პარტიას რეგისტრაციისთვის რაიმე დოკუმენტის წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ იმ პარტიამ, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობს, უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სია - სულ საკმარისია 25 ათასი ხელმოწერა.
კანდიდატების დასახელება საინიციატივო ჯგუფებსაც შეუძლიათ.

ვის აირჩევენ

არჩევნების შედეგების მიხედვით აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2.044 დეპუტატს და 64 მერს.
დეპუტატების საერთო რაოდენობიდან 656 ირჩევა მაჟორიტარული სისტემით, ხოლო დანარჩენი - პროპორციული სისტემით.
სკანდალი ოპოზიციაში: „ნაცმოძრაობის“ ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
თბილისის, ყველაზე მრავალრიცხოვან საკრებულოში არის 50 დეპუტატი, შემდეგ მოდის ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც 45-45 დეპუტატია. ყველაზე ცოტა წევრია ყაზბეგის საკრებულოში - მხოლოდ 18 ადამიანი.
საკრებულოს დეპუტატთა რაოდენობა დამოკიდებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობაზე. ხოლო რეგიონებში მაჟორიტარების რაოდენობა ყველა დეპუტატის 1/3-ს, თბილისში - 1/5-ს შეადგენს.
საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს ქალაქის მერი 25 წლიდან, ხოლო საკრებულოს დეპუტატი - 21 წლიდან.

როგორ აირჩევენ

როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
არჩევნები 2021: ცესკომ არჩევნების ძირითადი მონაწილეები დაარეგისტრირა
ამავე დროს, იმისათვის, რომ კანდიდატი მუნიციპალიტეტის მერი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 50% უნდა მოიპოვოს.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემით დეპუტატების გაყვანას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 3%-ს მოიპოვებენ, ხოლო თბილისში - 2,5%-ს.
იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პირი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი გახდეს, მან ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს.