მოსაზრება: ამერიკელები ოლიმპიადაზე პატიოსანი თამაშიდან გარიცხეს

რუსმა ოლიმპიელებმა ტოკიოში ჭეშმარიტად ბიზანტიური მზაკვრობა გამოავლინეს. ქვეყანაში უკიდურესად შეკვეცილი გუნდით ჩავიდნენ.
Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
ათი მძლეოსანი ნაცვლად ჩვეული ასისა — ეს საერთოდ რა იყო? პროპაგანდისტული ჰეიტის მეცხრე ტალღა გადაიტანეს, ნეიტრალური ფორმით გამოდიან დროშისა და ჰიმნის გარეშე, ანალიზებს აბარებენ პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში (თუნდაც სოფია ველიკაიას მაგალითი ნახეთ), მაგრამ გამარჯვებას მაინც ახერხებენ. 
სახალისო ოლიმპიადა: კურიოზები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე – ფოტო
ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი უკვე საკმაოდ ღრმად ჩაებეჭდა თავში მაყურებელს. მისი ბგერები ღამღამობით არ აძინებს ამერიკელ მოცურავეებსა თუ ფრანგ რაპირისტებს.
მაგრამ, მოიცათ, ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულვართ. გეგმის თანახმად, რუსი სპორტსმენები უნდა ჩასულიყვნენ და ყველაფერი წაეგოთ. ისინი ხომ, დასავლელი პარტნიორების აზრით, ყველანი დოპინგზე არიან? მაგრამ რუსეთის ნაკრების წარმატება ცოცხალი და ხილული დადასტურება გახდა იმისა, რომ მთელი ეს ისტორია დოპინგთან დაკავშირებით მორიგი ბოდვითი ფეიკია — „ნოვიჩოკის“ დაუსრულებელი ისტორიის მსგავსად.
ნემსზე კი დღეს მასობრივად და სრულიად ოფიციალურად სხედან ასობით და ათასობით დასავლელი — უპირველესად, ამერიკელი სპორტსმენები. და ამას „თერაპიულ გამონაკლისად“ ნიღბავენ. ბოროტი ენები ამას „დოპინგზე ლიცენზიას“ უწოდებენ.
სკანდალი ტოკიოში – ქართველ მძლეოსანს სისხლში აკრძალული სტეროიდები აღმოაჩნდა
მისი შოვნა სულაც არ არის ძნელი. სპორტსმენი თავის ნაციონალურ ანტიდოპინგურ კომიტეტს ექიმის ცნობას წარუდგენს და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე იღებს აკრძალული ნივთიერების გამოყენების უფლებას.
ქიმიის ასორტიმენტი საგანგებოდ ფართოა. აქ არის ასთმის წამლებიც — რომლებსაც სამრეწველო მასშტაბებით იყენებენ ნორვეგიელი მოთხილამურეები; არის ანაბოლიკებიც, რომელთა გამოყენებაშიც გამუდმებით ეპარებათ ეჭვი ჩოგბურთელი დების უილიამსების მიმართ; და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერებებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, უკავშირდება კიდეც ამერიკული ტანმოვარჯიშის სიმონა ბაილზის პრობლემები ოლიმპიადაზე.  
საინტერესო ისაა, რომ მსგავსი ნებართვების გაცემა და მათი შინაარსი ღრმად საიდუმლოა. ეს სპორტსმენების სამედიცინო მონაცემებია, პირადი და ინტიმური ინფორმაცია. ნაციონალური ანტიდოპინგური კომიტეტების ანგარიშები ისე დგება, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს.
თუ ვინმემ გაყიდვა მოიწადინა: რისგან მზადდება და რა ღირს თანამედროვე ოლიმპიური მედლები
ავსტრალიელმა აქტივისტებმა, რომლებიც რეალურად ცდილობენ დოპინგთან ბრძოლას, გაარკვიეს, რომ 2012 წელს ქვეყანაში თერაპევტული გამონაკლისი 37 ძლიერმოქმედ მედიკამენტზე იყო გაცემული — ინსულინიდან რიტალინამდე. თუმცა, კონკრეტულად რამდენი ნებართვა იყო გაცემული თითო პრეპარატზე ან ვისზე, ეს არავინ იცის.
მხოლოდ WADA-ს მონაცემთა ბაზის ჰაკერული გატეხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმაში დარწმუნება, რომ წამყვანი დასავლელი სპორტსმენები რეგულარულად იყენებდნენ სხვადასხვა ქიმიას, რათა კონკურენტები დაეძლიათ.
ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომელიც მორფინის, ვიკოდინის, ტრიამცინოლონისგან შედგებოდა, იპოვეს ლეგენდარული ბრიტანელი მორბენლის მო ფარას ანალიზებში. თუმცა მისი ოლიმპიური ოქრო არავის დაუყენებია ეჭვქვეშ. დისკვალიფიკაციაზე საუბარიც კი არ ყოფილა. ბრიტანეთის დედოფალმა მას რაინდის ტიტული მიანიჭა და მომ სპორტული კარიერა განაგრძო. ის ტოკიოშიც კი წავიდოდა, ნაკრებში შესარჩევი ტური რომ გაევლო.
ორ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოუშვეს
აკრძალულ ნივთიერებებს წლების განმავლობაში პოულობდნენ დები უილიამსებისა და ასევე სიმონა ბაილზის ანალიზებში. სამივე სპორტსმენი მაინც დაშვებული იყო შეჯიბრზე და მათაც ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შეეძლოთ.
პრობლემა იმდენად დიდი იყო, რომ ამერიკელებიც კი დააფრთხო, რომლებიც ბევრ რამეს არიან მიჩვეულები. ნუთუ მართლა ასე ცუდადაა საქმე უილიამსების ანალიზებშიო? ხომ არ გამოვაქვეყნოთ მონაცემები თერაპევტული გამონაკლისების შესახებო? დაე, საზოგადოებამ გაიგოს, რას იჩხირავენ ლეგენდარული სპორტსმენებიო.
მსოფლიო ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ მოთხოვნას პასუხი არ გასცა. არანაირი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ჟურნალისტებს მოუწიათ დაკმაყოფილებულიყვნენ ამერიკის ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით იმის შესახებ, რომ დები უილიამსები და ბაილზი არაფერში არიან დამნაშავე.  
ბექაურის ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე - საინტერესო ფაქტები
ბაილზმა მაშინ განმარტა, რომ ბავშვობიდან იტანჯება ჰიპერაქტიურობითა და ყურადღების დეფიციტით, ამიტომ WADA მას რიტალინის მიღების უფლებას აძლევს. რაც ამას მოჰყვა, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა ტოკიოში.
რიტალინი მძლავრი ფსიქოსტიმულატორია, პოპულარულ ენაზე მას „ღარიბების კოკაინს“ ეძახიან. მისი საზღვარზე გატარების წესები ძალიან რთულია, პანდემიის დროს კი კიდევ უფრო გართულდა. ვითარებაში გარკვეული ადამიანების თქმით, სიმონა ბაილზის მწვრთნელმა ვერ შეძლო იაპონიაში რიტალინის მარაგის ჩატანა, რომელიც სიმონას სჭირდებოდა. უწამლოდ დარჩენილი ცნობილი ტანმოვარჯიშე შეჯიბრიდან მოიხსნა და გუნდი ბედის ანაბარა მიატოვა. ამერიკულმა მედიამ ის გმირად შერაცხა, უამრავი სენტიმენტალური ტექსტი უძღვნა მას. მაგრამ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. წამყვან ამერიკელ სპორტსმენს მთელი მსოფლიოს თვალწინ ჰქონდა „ლომკა“.
ამ სირცხვილიდან პუბლიკის ყურადღება რომ გადაეტანა, ამერიკული ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ტრევის ტაიგარტი რუს სპორტსმენებს დაესხა თავს: „რუსეთი მკაცრ სასჯელს იმსახურებს და განაგრძობს თაღლითობას“.
ოლიმპიადის ყველაზე უმცროსი და ასაკოვანი მონაწილეები - ფოტო
მაგრამ ეს ხომ ის ტაიგარტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამერიკელი მორბენალი შა’კარი რიჩარდსონი წმინდად სიმბოლური ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რიჩარდსონმა მარიხუანა მოწია პირდაპირ სტარტის წინ, როგორც წესი, WADA ამისთვის ოთხწლიან დისკვალიფიკაციას აძლევს სპორტსმენს.
ახლა კი ტაიგარტი რუსეთს „დოპინგის სახელმწიფოებრივ მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს და ოლიმპიელების ყველა დოპინგ-სინჯის გამოქვეყნებას გვთავაზობს.
კი ბატონო, რუს სპორტსმენებს არაფერი აქვთ შესაშინებელი, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახლახან დაადასტურა, რომ მათ დადებითი სინჯი არ ჰქონიათ. აი ამერიკელი სპორტსმენების ანალიზების ნახვა კი მართლაც საინტერესო იქნებოდა. იქ, როგორც ჩანს, მენდელეევის მთელი ცხრილია თავმოყრილი.
ამერიკელი სპორტსმენების მიერ ნარკოტიკებისა და აკრძალული ნივთიერებების დაუსჯელმა გამოყენებამ შესაძლოა რაღაც გამარჯვება მოუტანოს მათ. მაგრამ გრძელ დისტანციაზე ეს კვლავინდებურად საშინელი რამაა. უკვე რამდენიმე თაობის ამერიკელი ბავშვი მიჩვეულია აზრს, რომ სპორტის ვარსკვლავი მაშინ გახდები, თუ პატარაობიდან დაიტენები სხვადასხვა ნაგვით. ამ უკანონობას დაფარავენ ექიმები, მწვრთნელები, ტრევის ტაიგარტი — მოკლედ, ყველა, პრეზიდენტამდეც კი. და რა არის ეს, თუ არა „დოპინგის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა?“ WADA ამერიკელებით უნდა დაკავდეს — დიდი სპორტის მომავლისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს