ბექაურის ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე - საინტერესო ფაქტები

© REUTERS / SERGIO PEREZლაშა ბექაური - ედუარდ ტრიპელი. ძიუდო
ლაშა ბექაური - ედუარდ ტრიპელი. ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტებმა უკვე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით გაუსწრეს მოჭიდავეებს, რომელთა ანგარიშზეა უმაღლესი სინჯის სამი მედალი.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებმა თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ).
Sputnik-საქართველომ შეაგროვა საინტერესო ფაქტები ქართულ ოლიმპიურ მედლებზე.
  • ბექაური გახდა მეცხრე ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში;
  • ბექაური გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, ვისაც ოლიმპიადა აქვს მოგებული (21 წელი და 2 დღე). ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი რჩება. ლონდონის ოქრო (2012) ძიუდოისტმა მოიგო, როდესაც ის იყო 20 წლის, 6 თვისა და 2 დღის);
  • ბექაურის მედალი საქართველოსთვის მე-7 ოლიმპიადაზე 35-ე გახდა (9 ოქრო, 8 ვერცხლი და 18 ბრინჯაო);
  • ოქროს მედლების რეკორდული რაოდენობა (3) საქართველოს ნაკრებმა მოიგო პეკინის ოლიმპიადაზე (2008);
  • ქართველმა ძიუდოისტებმა უკვე მოიპოვეს ოთხი ოქროს მედალი და ამ მაჩვენებლით აჯობეს მოჭიდავეებს, რომელთა ანგარიშზეა სამი უმაღლესი სინჯის ჯილდო, კიდევ ორი ​​ოქრო ძალოსნების ანგარიშზეა;
  • 35 მოპოვებული მედლიდან ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა 11 ჯილდო (ოთხი ოქრო, ოთხი ვერცხლი და სამი ბრინჯაო). მათ მხოლოდ მოჭიდავეები უსწრებენ (17 მედალი). ძალოსნებს ხუთი მედალი აქვთ აღებული;
  • ქართველი ძიუდოისტების ოთხი ოქროს მედლიდან სამია მოპოვებული 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში: ზურაბ ზვიადაური, ირაკლი ცირეკიძე და ლაშა ბექაური. ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო ოქრო 66 კგ-მდე კატეგორიაში;
  • დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური ჩემპიონები არიან: ზურაბ ზვიადაური (ძიუდო, 2004), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა, 2004), ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო, 2008), მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2008), რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 2008), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 2012), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, 2016), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 2016), ლაშა ბექაური (ძიუდო, 2021).
ყველა ახალი ამბავი
0