მოსაზრება: რუსულმა საიდუმლო იარაღმა აშშ-ს ევროპის ცენტრში მიაყენა დარტყმა

ამერიკელ პარტნიორებს მორიგი გამწვავება აქთ — ისევ აღმოაჩინეს რუსული საფრთხე, ამჯერად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.
Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
ვენაში აშშ-ის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი რეგულარულ თავის ტკივილებს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და პანიკურ შეტევებს უჩივის.
ამაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული. დიპლომატიური საქმიანობა მძიმეა და სახიფათო, გამუდმებით უწევთ სპირტიანი სასმელების მიღება — ოფიციალურად და თავისფალ გარემოში, ჰალსტუხებითა და მათ გარეშე. ასეთი ღონისძიებების შემდეგ დილაობით უქეიფობა იცის. თუმცა ამერიკელი დიპლომატები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით უმკლავდებოდნენ უსიამოვნო სიმპტომებს ასპირინითა და გაზიანი წყლით.
დიპლომატებზე „მართული ენერგიით“ თავდასხმა: აშშ-ის დაზვერვას ეჭვი რუსეთზე აქვს
მაგრამ ახლა ისე აღარ არის, როგორც იყო. დიპლომატების თავის ტკივილი ოფიციალურად გამოცხადდა „ჰავანურ სინდრომად“. ივარაუდება, რომ „პახმელიას“... ფუი ეშმაკს... „ჰავანურ სინდრომს“ რაღაც ფანტასტიკური იარაღი იწვევს, სიკვდილის სხივების მსგავსი, რომელსაც აღვირახსნილად იყენებენ ვენაში მზაკვარი რუსული სპეცსამსახურები.
საინტერესოა, რომ ამ იარაღს მკვეთრად გამოხატული ანტიამერიკული მიმართულება აქვს. მილიონობით ვენელი და მათთან მიკედლებული მიგრანტები არაფერს მსგავს არ გრძნობენ. ან შეიძლება ასპირინით შველიან თავს.
დღეს „ჰავანურ სინდრომზე“ ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემები წერენ. ვაშინგტონში მთელი სერიოზულობით განიხილავენ თავბრუსხვევებისა და გულისრევის ინციდენტებს. სახელმწიფო დეპარტამენტი მეცნიერებს კვლევების ჩატარებას სთხოვს. ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორი უილიამ ბერნსი პირადად ესაუბრება პერსონალს, რომლებიც „ამოუცნობი ინციდენტებისგან დაზარალდნენ, რამაც მათ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა“.
მაგრამ რუსებისთვის ამაში ახალი არაფერია. არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკელი პარტნიორები მსოფლიო საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ რუსები მათ საჰაერო სივრცეში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს უშვებდნენ. მაგრამ რატომაა სინდრომი „ჰავანური“ და რა შუაშია აქ საერთოდ ვენა?
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე იპოვა
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სცენარისტები ერთსა და იმავე, კარგად გათელილი ტრაფარეტის მიხედვით მოქმედებენ. ზუსტად ასეთივე ისტორიები შემოაგდეს საინფორმაციო სივრცეში 2016 წელს. ოღონდ მაშინ მოქმედების ადგილად ჰავანა იყო შერჩეული.
ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ობამამ შესაჩნევად შეარბილა სანქციები კუბის წინააღმდეგ და ჰავანასაც კი ეწვია ვიზიტით. „მოჰიტო-დიპლომატიის“ ტრიუმფად, ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს ამუშავება იქცა. იქ ჩასულ დიპლომატებს ნებისმიერ ბარში უხვად უმასპინძლდებოდნენ კოქტეილებით.
მაგრამ ამერიკის მომდევნო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ობამას ყველა განკარგულებაც გააუქმა და კუბასთან ის-ის იყო დაწყებული მეგობრობაც. ურთიერთობების გაყინვის სიმბოლოდ საელჩოს პერსონალის შემცირება უნდა ქცეულიყო.
და ამ დროს, თითქოს დაკვეთით, ჰავანაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებსა და „ცეერუშნიკებს“ თავის ტკივილები, სმენის დარღვევები და პანიკური შეტევები დაეწყოთ. კიდევ მათ გამუდმებით ესმოდათ რაღაც უცნაური ხმები. სახელმწიფო დეპარტამენტმა მეცნიერებს კვლევა დაუკვეთა. ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ დიპლომატებზე „მიკროტალღური“ ან „ბგერითი“ იარაღით მიიტანეს შეტევა.
Newsweek-ის სკანდალური წერილი: ამერიკის საიდუმლო არმია მთელ მსოფლიოში მუშაობს
საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მიკროტალღური იარაღი. ამ იდეის ავტორებად ალბათ პეტროვი და ბოშიროვი მოიაზრებოდნენ, რომლებიც დაჟანგული ავტომობილით მიდიოდნენ ამერიკელი დიპლომატების კოტეჯებთან, შუშებს ჩაუწევდნენ, მოკროტალღურ ღუმელებს გადმოყოფდნენ და სახიფათოდ უმიზნებდნენ ამერიკელების ფანჯრებს.
არანაკლებ გიჟური იყო „ბგერითი იარაღის“ ამბავიც. სამხედროებს ნამდვილად აქვთ აკუსტიკური ზემოქმედების  იარაღი, რომლითაც უბრალოდ აყრუებენ ბრბოს მაღალი ხმით. ანუ, თუ რუსები ბგერითი ტალღებით შეეცდებოდნენ ამერიკელი დიპლომატების ტვინებზე ზემოქმედებას, ამას მთელი ჰავანა გაიგონებდა. მაგრამ არა, ეს თურმე უხმაურო ბგერითი იარაღი ყოფილა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებებს მაშინ ამერიკული პრესაც კი დასცინოდა. ჟურნალმა Vanity Fair-მა დეტალურად აღწერა, როგორ იკვლევდნენ ექსპერტები YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს ბგერითი შეტევების შესახებ. ბევრი ფიქრის შემდეგ აუდიოჩანაწერში გაჟღერებული ბგერა მათ ჩიტის ჟღურტულს შეადარეს. ზოოლოგებთან, ორნიტოლოგებთან, ბიოლოგებთან, ნევროლოგებთან და ფსიქიატრებთან კონსულტაციების შემდეგ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა გამოაქვეყნეს: უცნაური ბგერების წყარო კუბური კუტკალიები იყვნენ.
მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია
„კუტკალიები, — ირონიულად შენიშნავდა სტატიის ავტორი. — თუმცა ზოგმა მეცნიერმა გადაწყვიტა, რომ ეს ციკადები იყვნენ... მაგრამ ბიოლოგიის პროფესორმა ალენ სანბორნმა სპეციალურად განმარტა, რომ ციკადას ადამიანის სმენის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას ყურში შეუძვრება“.
სიცილი სიცილად, მაგრამ ამ მედიაშეტევის მიზანი მიღწეული იყო — კუბაზე ამერიკული საელჩო მკვეთრად შემცირდა,  ხოლო დიპლომატიური მუშაკების სტატუსი დაქვეითდა. ქვეყანას კვლავ დააკისრეს სანქციები. კუბელები ამერიკელებზე შეტევაში დაადანაშაულეს. იმავდროულად კი რუსული კვალიც აღმოაჩინეს. გაზეთმა The New York Times-მა ღრმააზროვნად შენიშნა, რომ რუსები დიდი ხანია მუშაობენ მიკროტალღურ ტექნოლოგიებზე.
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ამ სცენარების ავტორები ღრმად მოხუცები უნდა იყვნენ. პირველი მიკროტალღური ღუმელების მიმართ შიში ხალხში ნამდვილად არსებობდა ოდესღაც, მაგრამ ეს ვიღას ახსოვს? ან იქნებ ისინი 80-იანების დავიწყებულ ბესტსელერებს კითხულობენ?
„ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით კუბელი და ამერიკელი მეცნიერები ერთ დასკვნამდე მივიდნენ — თუ ამერიკელი დიპლომატები მართლაც ავადობდნენ რამით, ეს მასობრივი ისტერია თუ იქნებოდა. აი, იმის მსგავსი, შუასაუკუნეობრივ მონასტრებში რომ ბობოქრობდა, სადაც ასობით მონაზონს ერთდროულად ეწყებოდა კრუნჩხვითი კონვულსიები და ეშმაკს ხედავდა.
მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით
მაგრამ არ გასულა ხუთი წელი და „ჯანმრთელობაზე ამოუცნობი შეტევები“ კვლავ ამოტივტივდა. ვენაში, როგორც ამერიკული პრესა წერს, დღეს ძალიან საშიშია ცხოვრება. „ბაიდენის ადმინისტრაციის სამუშაო ჰიპოთეზა ისაა, რომ რუსი „გერეუშნიკები“ თავიანთ მიკროტალღურ დივაისებს ამერიკელ თანამშრომლებს უმიზნებენ და ამგვარად იტაცებენ მონაცემებს მათი ნოუთბუქებიდან და სმარტფონებიდან, ამასთან შესამჩნევ ზიანსაც აყენებენ მათ ჯანმრთელობას“, — წერს დიდად პატივსაცემი ჟურნალი New Yorker.
და, მართლაც, წარმოიდგინეთ ამერიკელი დიპლომატის შეძრწუნება, როდესაც მშვიდ და აყვავებულ რინგშტრასეზე დღისით-მზისით მის წინ უეცრად „გერეუშნიკი“ ჩნდება და თავის მიკროტალღურ დივაისს უმიზნებს.   
ის, რომ ამერიკელი თანამშრომლების მთავარ აბიუზერებად რუსული სპეცსამსახურები გამოცხადდებოდა, წინასწარ გასაგები იყო. გაზეთმა The New York Times-მა ამის შესახებ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაწერა — მაშინ ვენაში მყოფ დიპლომატებს წესიერად არც დაეჩივლათ პანიკური შეტევებისა და ცუდად ყოფნის თაობაზე.
მაგრამ ჰავანური სცენარიდან ჩანს, რომ ამერიკული საინფორმაციო შეტევის მთავარი სამიზნე რუსეთი კი არა, ავსტრიაა. ჩვენ ჩვენი მიკროტალღურებით არ დავიკარგებით, აი, ვენისთვის კი ეს ვაშინგტონის უკმაყოფილების გამომხატველი სერიოზული სიგნალია.
მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები
ავსტრიის მთავრობა შესაჩნევად აღიზიანებს ამერიკის ხელისუფლებას თავისი შედარებითი დამოუკიდებლობით და რუსეთთან ურთიერთობების აგების უნარით. ქვეყნის მთავარი ნავთობ-გაზის კომპანია OMV Group-ი რუსეთთან ურთიერთობას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ავითარებდა და „ჩრდილოეთის  ნაკადი-2“-ის მშენებლობაშიც მონაწილეობდა. ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი თავს დროდადრო აძლევს თამამი გამონათქვამების უფლებას — და ეს მიუხედავად ვაშინგტონიდან შეძახილებისა, სადაც მას გამუდმებით ლანძღავენ ნარცისიზმის, ოპორტუნიზმისა და მოსკოვთან ზედმეტად მჭიდრო კავშირებისთვის.
ვაშინგტონის მიზნები სავსებით ნათელია — დააშინოს ვენა, ჩირქი მოსცხოს მას როგორც „შპიონების ბუდეს“ და დაბლოკოს მოსკოვთან დამოუკიდებელი კონტაქტები. მაგრამ მთელი ეს პროვოკაცია იმდენად სულელურადაა აგებული, თითქოს მის ავტორებს წინასწარ ესმოდათ, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა.
ხანდახან ისე ჩანს, რომ ამერიკელი სტრატეგოსები ბოლომდე ვერ აფასებენ, რამხელა ზარალს აყენებენ საკუთარ იმიჯს. ოდესღაც ალბათ შეიძლებოდა ვაშინგტონის მომხიბლაობა დამატყვევებელი ყოფილიყო, მათ შორის, ინტელექტუალურიც. დღეს მთელი რბილი ძალისგან მხოლოდ აშკარად იდიოტური „შემოგდებებიღა“ დარჩა, რომელიც გაუგებარია, ვისზეა გათვლილი — ხან ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, ხან კი მიკროტალღურ იარაღზე. ამით კი ახალი მოკავშირეების მიზიდვა კი არა, ძველების შენარჩუნებაც ძნელია. ვის რაში სჭირდება დემენციაში მყოფი სახელმწიფო?
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს