ბინადრობის ნებართვა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო, საბანკო თუ სხვა მომსახურებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით
საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;
სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით - გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ნებართვა გაიცემა მის ოჯახის წევრებზეც.
დროებითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 ათას 1აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
სპეციალური ბინადრობის ნებართვა - გაიცემა 1. უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი ან დაზარალებული; 2. ან უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; 3. ასევე, უცხოელზე, რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5 წელი; 4. და ბოლოს, უცხოელზე, რომელიც არის თანამემამულის სტატუსის მქონე.
საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით კი გაიცემა მუდმივი ცხოვრებისა და უვადო ბინადრობის ნებართვები, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა.

რა განსხვავებაა მუდმივ და უვადო ბინდრობის ნებართვებს შორის?
მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე, აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ ის განახორციელებს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას, მას უნდა უდასტურდებოდეს საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტში ბრუნვა, მეორე წელს არანაკლებ 100 ათასი აშშ დოლარის, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში 120 ათას აშშ დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ასევე შესაძლებელია გაიცეს ბინადრობის ნებართვა ისეთ უცხოელზე და მის ოჯახის წევრზე, რომლებსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვიდან 5 წლის განმავლობაში აქვთ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ეს ქონება კი, სულ მცირე, მის საკუთრებაში არსებული 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უნდა იყოს.
რაც შეეხება მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვას, ის გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
სად უნდა წარვადგინოთ განცხადება ბინადრობის ნებართვის ასაღებად?
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საქართველოში მყოფი უცხოელი განცხადებას წარადგენს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
ხოლო სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს უფლება აქვს განცხადება წარადგინოს ელექტრონული ფორმით - სააგენტოს ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული განცხადების შევსების საშუალებით.
რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა?
ბინადრობის ნებართვის მისაღებად შესაძლებელია ონლაინ განაცხადის შევსება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
- უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ასეთის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი ¾-ზე;
- უცხოელის ან/და საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- თუ ამ ქვეყნის მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა.
განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება განაცხადის ნომერი და კოდი.
ეს საყურადღებოა!
უცხოელი ვალდებულია, ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე).
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით უცხოელი სააგენტოს მიმართავს არაუადრეს 90 დღისა ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე.
ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე;
საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე;
საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება სხვა ქვეყნის (არა მისი მოქალაქეობის ქვეყნის) მიერ გაცემული ბინადრობის ან ვიზის საფუძველზე;
თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად;
რა ვადით გაიცემა ბინადრობის ნებართვა?
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა:
დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არანაკლებ 6 თვით და არაუმეტეს 1 წლის ვადით. მისი მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება დამატებით 5 წლამდე ვადით იმ პირობით, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს;
საქართველოს ყოფილი მოქალაქის დროებითი ბინადრობის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს 6 წლის ვადით;
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს 5 წლის ვადით;
თუ უცხოელზე საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით;
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ყოველ ჯერზე 1 წლის ვადით;
პირს, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით ან მუდმივი ცხოვრების უფლებით;
იმ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვადა და საფასური, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით, ასეთია:

განაცხადის შეტანიდან:
30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 180 ლარი;
20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – 300 ლარი.
იმ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვადა და საფასური, რომელიც გაიცემა დროებითი ცხოვრების უფლებით, ასეთია:
20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – 300 ლარი.
იმ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვადა და საფასური, რომელიც გაიცემა დროებითი ცხოვრების უფლებით, ასეთია:
განაცხადის შეტანიდან:
· 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – 210 ლარი;
· მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – 330 ლარი;
· 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – 410 ლარი.
ვინ სარგებლობს შეღავათებით?
ბინადრობის ნებართვისთვის დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისგან სრულად თავისუფლდებიან უცხოელები, რომელთაც განცხადება წარდგენილი აქვთ საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში ბინადრობის მოწმობის ასაღებად მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს.
ბინადრობის ნებართვის მოქმედება შეწყდება, თუ უცხოელი ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში ბინადრობის მოწმობის ასაღებად არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს.