ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციებმა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებში განხეთქილება გამოიწვია

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები და ლიდერები გუშინ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ლგბტ–საზოგადოების საწინააღმდეგო აქციებში.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, წყვეტს „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდაჭერას.
ასეთი რეაქცია გამოიწვია ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მიზნით „რიონის ხეობის მცველთა“ ლიდერებისა და აქტივისტების თბილისში ჩამოსვლამ.
ღარიბაშვილი: კონტრაქტი „ნამახვანჰესზე“ გადაიხედება
„მწვანე ალტერნატივა“ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდეც და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს „რიონის ხეობის მცველების“ მოძრაობასთან კომუნიკაციას.
მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები და ლიდერები გუშინ ლგბტ–თემის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის მიზნით თბილისში ჩამოვიდნენ.
ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას: თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კონფლიქტს ეხმაურება
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მარიტა მუსელიანის განცხადებით, აქტივისტები დედაქალაქში ჩამოვიდნენ არა იმისთვის, რომ შეუერთდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან, არამედ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პატრიარქს.
კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის ცხრა თვეა გრძელდება. მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგში ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართული.