ზაფხული ერთ–ერთი საყვარელი ტკბილეულის – ნაყინის სეზონია. მოგეხსენებათ, რომ დიაბეტით დაავადებულებისთვის შაქრიანი საკვების მიღება არ შეიძლება.
იმისთვის, რომ ნაყინის სეზონმა დიაბეტიანებისთვის გვერდით არ ჩაიაროს და მათაც იგემონ ეს გამაგრილებელი ნუგბარი, გთავაზობთ ნაყინის რეცეპტს კენკროვანი ხილით. თან ეს ნაყინი არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, არამედ პირიქით – გაამდიდრებს მას ნაირფეროვანი ვიტამინებით.
დაგჭირდებათ:
ასევე სასურველია დაუმატოთ 30 გრამი შრატისმიერი პროტეინი, რომელიც დესერტში რძის ცხიმებს ამცირებს.
მომზადების წესი:
შეურიეთ ბლენდერში ერთმანეთს მოცხარი, პროტეინი და სტევია, როცა ერთგვაროვან მასას (არაჟნის სისქის) მიიღებთ, დაამატეთ რძე და თან ურიეთ. ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში (დაახლოებით 2–3 საათი).
100 გრამი ნაყინის შემადგენლობა და კალორიულობაა:
ნახშირწყლები – 7 გრამი
ცხიმი – 1 გრამი
ცილები – 9 გრამი
კალორიები – 76,7 კკალორია.
შეგიძლიათ მიირთვათ 150 გრამის ოდენობით. ასევე შეგიძლიათ, მოცხარი სხვა კენკროვანი ხილით ჩაანაცვლოთ.
სტევია მცენარეული დამატკობებელია, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. სწორედ ამიტომ არის სასურველი, რომ შაქარი სწორედ სტევიათი ჩაანაცვლოთ.