თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა პოლიციასთან შეტაკების დროს, რომელიც გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა, 20 ადამიანი დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს.
„პრაიდის კვირეულის" ფარგლებში პირველი ღონისძიების გამართვის ადგილზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ დარბაზში შეჭრას, სადაც კინოჩვენება მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს. მაშინ მათ სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს მათი მისამართით, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა. პირველივე ნახევარ საათში 11 ადამიანი დააკავეს, ღონისძიების ბოლოს მათი რაოდენობა უკვე 20 გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა" სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გეგმის მიხედვით 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით" უნდა დასრულდეს.
„თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ კონსერვატიული და რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები გამოდიან. ისინი „ღირსების მარშის" აკრძალვას მოითხოვენ.