ვაქცინაცია, მესამე მსოფლიო ომი, სოციალური ქსელები და ყარაბაღი - რაზე ისაუბრა პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მცხოვრებთა 68 კითხვას 3 საათსა და 42 წუთში უპასუხა. პრეზიდენტის პირდაპირ ხაზზე თითქმის 2,2 მილიონი ზარი შევიდა.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოქალაქეთა პირდაპირი ხაზი მეთვრამეტედ გაიმართა.

პირველი ნახევარი საათი კორონავირუსის პანდემიას მიეძღვნა. შემდეგ პუტინს დაუსვეს კითხვა უკრაინასთან ურთიერთობაზე. ამას მოჰყვა კითხვები სრულიად სხვადასხვა თემაზე: სოციალური, გაზმომარაგების, ეკოლოგიის, ინტერნეტის, ეკონომიკის, აშშ-თან დიალოგისა და სხვა სფეროებიდან.

Sputnik-საქართველო მკითხველს მთავარ განცხადებებს სთავაზობს.

ორგანიზებულად და უფასოდ: მოსკოვში შრომით მიგრანტებს ცრიან

ვაქცინაცია

პირველ რიგში, რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ადამიანების შიშზე, გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„პანდემიის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. იმედი მაქვს, მოქალაქეებს შიში გაუვლით“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, ადამიანები აცრების შემდეგ შესაძლოა დაინფიცირდნენ, მაგრამ დაავადება მსუბუქად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. აცრის გარეშე შეიძლება იყოს მძიმე შედეგები, ხაზი გაუსვა მან. თუმცა პრეზიდენტმა აქვე დააზუსტა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია. თავად ვაქცინა „სპუტნიკ V“ გაიკეთა და მადლიერებით აღნიშნა, რომ მისი გამოყენების შემდეგ ქვეყანაში „არ არის არანაირი ტრაგიკული სიტუაცია, როგორც AstraZeneca ან Pfizer-ის გამოყენების შემდეგ“.

„მესამე მსოფლიო ომი“

რუსეთის პრეზიდენტმა უყურადღებოდ არც ბრიტანულ ხომალდ Defender-თან დაკავშირებული ინციდენტი დატოვა, რომელმაც რუსეთის საზღვარი ფიოლენტის (ყირიმი) კონცხის რაიონში გადაკვეთა, შემდეგ კი რუსეთის სასაზღვრო ხომალდმა არაერთი გაფრთხილების შემდეგ გამაფრთხილებელი გასროლა, თვითმფრინავმა Су-24М-მა კი გამანადგურებლის მოძრაობის კურსის მიმართულებით „გამაფრთხილებელი დაბომბვა“ განახორციელა.

Через губу: პუტინმა პარტნიორებისადმი აშშ-ის დამოკიდებულება შეაფასა

რუსეთის ლიდერმა ინციდენტს პროვოკაცია უწოდა და დასძინა, რომ მასში მონაწილეობდნენ არა მარტო ბრიტანელები, არამედ ამერიკელებიც.

„ეს ხომალდი რომც ჩაგვეძირა, ძნელი წარმოსადგენია, რომ მსოფლიო იქნებოდა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. რადგან იმათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ ამ ომს ვერ მოიგებენ“, - უპასუხა პუტინმა კითხვას, რომელიც ეხებოდა ამ ინციდენტის შემდეგ კონფლიქტის განვითარების შესაძლებლობას.

მთიანი ყარაბაღი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უპასუხა ასევე კითხვას იმაზე, შეუძლია თუ არა მოსკოვს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთ უსაფრთხოების გარანტია მისცეს.

„რუსეთმა ამ ძალიან სერიოზული კრიზისის მოგვარებაში გარკვეული როლი შეასრულა. არავინაა დაინტერესებული იმით, რომ ის გაღვივდეს, რადგან თუ ჩვენ ყველანი მშვიდობიანად და მეგობრულად ვიცხოვრებთ, შევქმნით პირობებს ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მუდამ იმის შიშით ცხოვრება, რომ განახლდება შეიარაღებული კონფლიქტი, შეუძლებელია. ეს ესმით როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ხელმძღვანელებს“, - თქვა მან.

მისი სიტყვებით, დაგროვდა ბევრი პრობლემა, რომელთა გადასაჭრელად შეიქმნა სპეციალური სამმხრივი ჯგუფი რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი.

სოციალური ქსელების დაბლოკვა

პირდაპირი ხაზი: პუტინმა უპასუხა კითხვას მემკვიდრე–შემცვლელის შესახებ

რუსეთში უცხოურ სოციალურ ქსელებს არ დაბლოკავენ და არ დახურავენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო სერვისები იგნორირებას უკეთებენ რუსული კანონების მოთხოვნებს, აღნიშნა პუტინმა.

„ჩვენ არავის დაბლოკვას არ ვაპირებთ. ვგეგმავთ მათთან მუშაობას. ჩვენ მათ ვეუბნებით: „თქვენ ავრცელებთ ბავშვთა პორნოგრაფიას ან სუიციდის ინსტრუქციას ან კიდევ როგორ მზადდება მოლოტოვის კოქტეილი და ა.შ. - ეს უნდა მოაშოროთ“. მათ კი ჩვენი მოსმენაც არ უნდათ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ბაიდენთან შეხვედრა

კითხვას, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა, თუ მისი დასრულებისთანავე გამოცხადდა ახალი ანტირუსული სანქციები, პუტინმა უპასუხა, რომ ამერიკელ კოლეგას იმიტომ შეხვდა, რომ მსოფლიოში მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

„მსოფლიო კარდინალურად იცვლება. ჩვენს პარტნიორებს კი შტატებში, ერთი მხრივ, ეს ესმით - და ამიტომ შედგა შეხვედრა ჟენევაში. მეორე მხრივ, რადაც უნდა დაუჯდეთ, ცდილობენ თავიანთი მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებას და აქედანაა მუქარები და სხვა დესტრუქციული ქცევები - წვრთნები, პროვოკაციები და სანქციები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პუტინმა დააზუსტა, რომ როგორი სანქციებიც არ უნდა დააკისრონ და რითიც არ უნდა დააშინონ, რუსეთი მაინც ვითარდება, მისი ეკონომიკური სუვერენიტეტი იზრდება, თავდაცვისუნარიანობამ კი ძალიან მაღალ დონეს მიაღწია.

სსრკ-ის აღდგენა

საბჭოთა კავშირის აღდგენას აზრი არ აქვს, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„საბჭოთა კავშირის აღდგენა... შეუძლებელია... სხვადასხვა მიზეზის გამო. მეტიც, მიზანშეწონილი არ არის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების გათვალისწინებით“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც მან აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება შეეჯახოს სოციალურ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელი იქნება.

პრეზიდენტის მემკვიდრე

რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მას ძალაუფლების ვინმესთვის გადაბარება და ჰყავს თუ არა მემკვიდრე.

პუტინი: ბრიტანული ხომალდის ინციდენტი პროვოკაცია იყო

„გადაწყვეტილებას, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ყოველთვის ხალხი იღებს. მათი ეს უფლება ფარული კენჭისყრის მეშვეობით ხორციელდება. რაც შეეხება ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებდა ქვეყანას, ერთი მხრივ, როგორც იტყვიან, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მეორე მხრივ, ჩემი პასუხისმგებლობაა, რჩევები მივცე იმ ადამიანებს, რომლებსაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ექნებათ პრეტენზია. რასაკვირველია, მოვა დრო და, იმედია, შევძლებ იმის თქმას, რომ ესა და ეს ადამიანი, ჩემი აზრით, იმსახურებს ასეთი შესანიშნავი სახელმწიფოს მეთაურობას“, - თქვა პუტინმა.

კითხვას იმაზე, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა ხუმრობით უპასუხა: „რა საჭიროა გადადგომის შემდეგ მუშაობა? ღუმელზე შემოვჯდები“.