სერგეი მარკედონოვი
ილჰამ ალიევის 2021 წლის 15 ივნისის რიტორიკისა გვარიანად გაწაფულ აღმოსავლელ პოეტსაც შეშურდებოდა: „დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ გათავისფლებულ შუშაში თურქეთის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ, ჩემს ძმას, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს“... აზერბაიჯანის პრეზიდენტს კომპლიმენტები არ დაუშურებია მაღალი სტუმრის მიმართ მაგრამ თურქეთის პრეზიდენტის მთიან ყარაბაღში ვიზიტის პრაქტიკული შედეგების შეფასება, კავკასიაში ახალი სტატუს-კვოს განმტკიცების კონტექსტში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვადასხვა რიტორიკული ილეთები.
ისე ალიევს ძალიანაც არ შეუცოდავს ჭეშმარიტების წინაღმდეგ, როდესაც ერდოღანის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. შუშაში ორი სახელმწიფოს ლიდერებმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ. ანკარასა და ბაქოს შორის, საბჭოთა კავშირის დაშლისა და მსოფლიოს რუკაზე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის გაჩენის შემდგომ პერიოდში არაერთ დოკუმენტს მოეწერა ხელი — როგორ ორმხივს, ისე მრავალმხრივს. მათი ლეიტმოტივი სტრატეგიული სიახლოვე იყო. მაშ, რა არის ივნისის დეკლარაციის სიახლე? ქმნის თუ არა ის ახალ რეალიებს? თუ ძველ ტრენდებს აღრმავებს?
ყარაბაღის გული
მთიანი ყარაბაღი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გულად შეიძლება მივიჩნიოთ, ქალაქი შუშა კი — ყარაბაღული წინააღმდეგობის ცენტრად. მის გარშემო ძალიან ბევრი სიმბოლო ჩამოყალიბდა. ეს ქალაქი არაერთხელ ქცეულა ორი ხალხის დაპირისპირების ადგილად. 2020 წლის „შემოდგომი ომის“ დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ შუშისთვის ბრძოლა გახდა ბოლო აკორდი ძველი სტატუს-კვოს მსხვრევისა, რომელიც ყარაბაღში 26 წლის განმავლობაში არსებობდა — 1994-დან 2020 წლამდე.
მაგრამ ეს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის ერთადერთი შედეგი არ არის. კავკასიის რეგიონში პოზიციები მნიშვნელოვნად განიმტკიცა თურქეთმა. მისი ახალ მოთამაშედ მოხსენიება შეუძლებელია. ანკარამ ახალი აზერბაიჯანული სახელმწიფო ბელოვეჟის შეთანხმებაზე (სსრკ-ს დაშლის შესახებ, 1991 წლის 8 დეკემბერი) ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ ცნო. და შემდგომში თანმიმდევრულად უჭერდა მხარს აზერბაიჯანის მიდგომებს ყარაბაღის დარეგულირების, სახელმწიფო და სამხედრო მშენებლობის საკითხებში. ისვე იქცა აზერბაიჯანული მუსლიმური თემის „სუნიზაციის“ მნიშვნელოვან ფაქტორად, სადაც მანამდე შიიზმი დომინირებდა. მაგრამ „შემოდგომის ომმა“ ორი ქვეყნის ურთიერთქმედება ახალ დონეზე გაიყვანა.
აზერბაიჯანი-თურქეთი: კოოპერაციის ახალი ხარისხი
მანამდე ყოფილი საბჭოეთის სივრცის ფარგლებსმიღმა არცერთი სახელმწიფო არ ჩარეულა ესოდენ ღიად პოსტსაბჭოთა ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტში. აშშ 2008 და 2014 წლებში ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას „რუსეთის რევიზიონიზმით“ საქართველოსა და უკრაინაში, ხოლო რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს მოლდოვას დნესტრისპირეთის რეინტეგრაციის გადაწყვეტილებაში. მაგრამ მათი რეაქციები მხოლოდ ან დიპლომატიური ფორმატით შემოიფარგლებოდა, ან მაქსიმუმ სამხედრო დემონსტრაციებით.
თურქეთმა კი რეგიონებში ჩაურევლობის ეს უთქმელი ტაბუ დაარღვია, რომელსაც მოსკოვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვა ჰქონდა. და დღეს ანკარა უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა პოსტსაბჭოთა კავკასიაში. მისი მისწრაფებები კი მხოლოდ აზერბაიჯანით არ შემოიფარგლება. თურქეთი სერიოზული ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო მისი სასულიერო-რელიგიური გავლენა საქართველოს მთელ რიგ რეგიონებზე ისეთივე ხილულია და აშკარა, როგორც აფშერონის ნახევარკუნძულის „სუნიზაცია“.
შუშის დეკლარაციაში, თუ დოკუმენტს ყურადღებით ჩავხედვათ, არ არის რაიმე ჩვენთვის უცნობი იდეა. ყარსის 1921 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმების ერთგულება? ანკარა ამას წლების განმავლობაში წარმოაჩენდა! ეს რეგულარულად აღინიშნებოდა უმაღლეს დონეზე, რამდენადაც თურქეთის ხელისუფლება თავს ნახჭევნის აზერბაიჯანის შემადგენლობაში სტატუსის გარანტად მიიჩნევდა. ახალი შეთანხმება ძველს ეხმიანება. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, სამხედრო კოოპერაცია, ურთიერთმხარდაჭერა — ეს ყველაფერი ამა თუ იმ სახით უკვე გაცხადდა. აქ ალბათ შეიძლება ზოგი იმ ნორმის სიმახვილე შევნიშნოთ, რომლებიც მესამე ძალების აგრესიული ქმედებების შემთხვევაში მხარდაჭერას ეხება, ან რიტორიკული განცხადებები გამარჯვებისა და „ოკუპაციის შეწყვეტის“ შესახებ.
მაგრამ დეკლარაციის ღირებულება, გავრისკავთ და ვივარაუდებთ, რომ მის ფორმალურ ნორმებში არ არის. თურქეთის პრეზიდენტი ყარაბაღში ცავიდა, განცხადებები გააკეთა საკონსულოს გახსნის შესახებ აზერბაიჯანის „კულტურულ დედაქალაქში“ (შუშამ ეს სტატუსი 2021 წლის მაისში მიიღო) და ასევე მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების წარმოების ორგანიზების თაობაზე. ყოველივე ეს მეტყველებს არა მარტო თურქეთის შესვლაზე არა მარტო კავკასიაში, არამედ მთლიანად ევრაზიაში. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მოსკოვის სირიის კონფლიქტში ჩართვა ფასდებოდა, ცნობილმა პოლიტოლოგმა დმიტრი ტრენინმა დასკვნა გააკეთა რუსეთის გლობალური ამბიციების ტესტირების შესახებ. მაშინ, 2015 წელს, ანკარა სირიაში მოქმედებებს თავის „ახლო საზღვარგარეთზე“ თავდასხმად განიხილავდა. როგორც ჩანს, 2021-შო ბურთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე დაბრუნდა, სადაც ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკა ცდილობს, თავი თვითკმარ სიდიდედ წარმოაჩინოს. არა როგორც ნატოს ნდობით აღჭურვილმა წარმომადგენელმა, არამედ ევრაზიულმა „დერჟავამ“, რომელიც მზადაა, თავისი ამოცანები ვინმეს მხრიდან ზედმეტი ზრუნვის გარეშე გადაჭრას.
ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში თურქეთმა არაერთხელ მიმართა „რევიზიონისტულ ტაქტიკას“. ახლა ის იგივე ალგორითმს კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სინჯავს, თუ მხედველობაში ანკარისა და კიევის მზარდ სამხედრო-ტექნიკურ კოოპერაციას მივიღებთ მხედველობაში.
დღეს სომხებისთვის შუშის დაკარგვა ეროვნული ტრავმაა, აზერბაიჯანელებისთვის კი — „თავისი ყარაბაღის“ დაბრუნების სიმბოლო. თუმცა 2021 წლის 15 ივნისს ამ ქალაქს კიდევ ერთი აზრობრივი დატვირთვა შეემატა — თურქულ-აზერბაიჯანული ერთიანობის სიმბოლური დემონსტრაცია. თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კოოპერაცია არა მარტო დეკლარირდება, არამედ პრაქტიკაზე ხორციელდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!