აზერბაიჯანში შესაძლოა თურქული სამხედრო ბაზა დაარსდეს

© photo: Press service of the President of Azerbaijan / გადასვლა მედიაბანკშიერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანში
ერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
მანამდე აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ალიევმა და ერდოღანმა ქალაქ შუშაში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანში შესაძლოა თურქული სამხედრო ბაზა დაარსდეს შუშის დეკლარაციაზე ხელმოწერის ფარგლებში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ერდოღანმა და ალიევმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს
„[აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის დაარსების] თემა არ სცდება [დეკლარაციის] ნორმებს. ამ საკითხის განვითარება შესაძლებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კონსულტაციების პროცესში. გარდა ამისა, მისი რეალიზაცია თავისებურად ჩვენი მოლაპარაკებების პროცესშიცაა შესაძლებელი “, — ციტირებს ერდოღანს გამოცემა Hurriyet.

აღსანიშნავია, რომ შუშის დეკლარაციას აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა 15 ივნისს მოაწერეს ხელი, მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ორივე მხარე ერთობლივად იმოქმედებს მესამე სახელმწიფოს მხრიდან აგრესიისა თუ საფრთხის შემთხვევაში. გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „მხარეები განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას ორი მოძმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ორდღიანი ვიზიტით მეუღლესთან ემინესთან ერთად ეწვია და ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გადასული ქალაქი შუშა მოინახულა.

ყველა ახალი ამბავი
0