მიმოხილვა: ამერიკელმა ექსპერტებმა აშშ−ის უცხოური სამხედრო ბაზები დაუცველად აღიარეს

ამერიკელი სამხედროები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განთავსებული,  თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ
Sputnik

ანდრეი კოცი

 სტრატეგიული და ბიუჯეტური შეფასებების ცენტრის (Center for Strategic and Budgetary Assessments, CSBA) ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ საზღვარგარეთ არსებული ბაზები უკიდურესად მოწყვლადები არიან თავდასხმებისთვის, რომ რუსეთსა და ჩინეთს შესწევთ ძალა, გაარღვიონ ბაზების თავდაცვა, ამიტომაც პრინციპულად  ახალი შეიარაღების სისტემებია საჭირო.

CSBA−ს დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ სააგენტო РИА Новости წერს.

„ჯაველინებზე“ სერიოზული: აშშ უკრაინას ახალ იარაღს გადასცემს

კრიტიკული მოწყვლადობა

ამერიკელებს დღეს 800−ზე მეტი ბაზა აქვთ, რომელთა უმეტესობაც 1945 წლიდან მიიჩნეოდა უსაფრთხოდ და ძლიერ დაცულად. პენტაგონი მიჩვეულია, რომ ერთ−ერთ ძირითად საფრთხედ განკიცხული სახელმწიფოების“ — მაგალითად, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეტევა განიხილოს. მაგრამ CSBA−ს ექსპერტები იძულებული არიან აღიარონ: არსებული საზენიტო საშუალებები არასაკმარისი იქნება ჩინეთისა თუ რუსეთის იერიშის აღსაკვეთად.

„ჩვენი საზღვარგარეთული ბაზების თავდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება დიდი რაოდენობით რაკეტასა თი უპილოტო საფრენ აპარატს, — ნათქვამია სტრატეგიული შეფასებების ცენტრის მოხსენებაში. — დღეს ჩვენ ძირითადად ჰაერ− და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ვეყრდნობით, რომლებიც ჯერ კიდევ ცივი ომის ეპოქაშია შექმნილი. ეს მაშინ, როდესაც ჩვენმა სავარაუდო მოწინააღმდეგეებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს საიერიშო შესაძლებლობების მოდერნიზაციაში“.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის განკარგულებაში მცირე სიშორის 1200 ბალისტიკური რაკეტა და 200−300 ჭურვია, რომლებსაც სამხრეთ−ჩინეთის ზღვაში მეორე კუნძულოვან მწკრივანდე შეუძლიათ მიღწევა. გარდა ამისა, პეკინს აქვს სახმელეთო ბაზირების ათასობით ფრთოსანი რაკეტა, როელთა ფრენის სიშორე 1500 კმ−ა. ამასთან ამერიკული ბაზებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთის სტრატეგიული ბომბდამშენების, H-6−ის ფლოტი, ხოლო პერსპექტივაში — „ჩინარი“ თვითმფრინავი H-20, რომელსაც აშშ−ის ტერიტორიაზე იერიშის მიტანის უნარი ექნება.

„ტექნიკას აგვისტოსთვის ველოდებით“: ამერიკელები არქტიკაში გადასხმისთვის ემზადებიან

მოსკოვი კი პენტაგონის ევროპული ობიექტებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.  რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, მცირე სიშორის ბალისტიკური კომპლექსების, Искандер-М−ის დიდი არსენალი და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების ფართო ნომენკლატურა აქვს. განსაკუთრებულ შიშებს ვაშინგტონში უახლესი რუსული ჰიპერბგერითი მოიერიშე სისტემები იწვევს.

ფსონი დრონებზე

აშშ−ის სამხედრო ბაზების თავდაცვა საზენიტო−სარაკეტო კომპლექს Patriot−ებსა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD−ს ეყრდნობა, რომლებიც ყველა ტიპის აეროდინამიკულ და ბალისტიკურ სამიზნეებს ანადგურებს. ახლო ზონისთვის — ნორვეგიული საზენიტო−სარაკეტო კომპლექსი  NASAMS−ი და საარტილერიო კომპლექსი Phalanx−ი გამოიყენება. თუმცა ეს ჰაერ− და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ეჭვებს იწვევს.

მაგალითად, საექსპორტო Patriot−ებმა საუდის არაბეთში რამდენჯერმე გამოავლინეს სრული უმწეობა იემენელი ჰუსიტების უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამერიკელებმა ვერ შეძლეს ბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის აღკვეთა  2020 წლის იანვარში — გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ.

დასკვნა ასეთია: სამხედრო ბაზების იმ მოწინააღმდეგის იერიშისგან დასაცავად, რომელიც ძალიან აშშ−ს უახლოვდება, აუცილებელია მრავალშრიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა  — პერსპექტიული ტექნოლოგიის გამოყენებით. მძლავრი სენსორების მქონე ათობით დრონის ქსელი ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებს ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მარშრუტებზე, ასევე აღმოაჩენს ბალისტიკურ სამიზნეებსა და სხვა პლატფორმებზე გადასცემს მონაცემებს.

მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი სერიოზულ თანხებს

თავდაცვის მომდევნო ზღვარი — ეს შორი მანძილის ჩამჭერი რაკეტებთ აღჭურვილი გამანადგურებლები და დრონებია. მათი ამოცანაა ბალისტიკური სამიზნეების ჩაჭერა ტრაექტორიის ამძრავ მონაკვეთებზე და ფრთოსანი რაკეტების განადგურება ბაზიდან შორეულ წერტილზე. დრონების ნაწილი პერსპექტიული მყარსაწვავიანი ლაზერებით აღიჭურვება, რომელთა სიმძლავრე 100−150 კილოვატია, და რომლებსაც დრონებისა და ჭურვების ჩამოყრა შეუძლიათ პირდაპირი ხილვადობის პირობებში.

ეკონომიკური სარგებელი

როგორც მოსალოდნელია, სწორედ ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებულ იარაღს შეუძლია ამერიკული ბაზების უსაფრთხოების უზრუმნველყოფა, დაემატება რა არსებულ ჰაერ− და რაკეტსაწინააღ,დეგო კომპლექსებს. 2022 წლისთვის პენტაგონმა სახმელეთო ბაზირების 300−კილოვატიანი ლაზერის პირველი ნიმუშები უნდა მიიღოს. ის საკმაოდ მძლავრი იქნებ საიმისოდ, რომ გარანტირებულად გაანადგურის დრონები და ფრთოსანი რაკეტები, პერსპექტვაში კი — პილოტირებადი თვითმფრინავებიც. ამასთან ეს დანადგარი საზენიტო−სარაკეტო კომპლექსზე ბევრად ეფექტურია ეკონომიკური თვალსაზრისით. კომპლექს Patriot−ის ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარია, იმ დროს, როდესაც ერთი ლაზერული ზალპი სასაცილო ფასი ეღირება: დაახლოებით 100 დოლარი.

მოსაზრება: რით აპირებს პენტაგონი რუსეთის „შეკავებას“

2024 წლისთვის აშშ−ის არმიაში მიკროტალღური ქვემეხები THOR (Tactical High Power Operational Responder) შევა, რომლებიც მძლავრ ელექტრომაგნიტურ იმპულსს ქმნის. ამ იარაღით საშუალო ზომის დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გუნდთან ბრძოლა იქნება შესაძლებელი, გამოიყვანს რა მათ რთულ ელექტროსისტემას მწყობრიდან.

დაბოლოს, თავდაცვის ბოლო ზღურბლი — ეს საარტილერიო დანადგარი M109−აა,რომლებისთვისაც პერსპექტიულ ჰიპერბგერით ჭურვს  — HVP−ს ქმნიან. ამ უნივერსალური ჭურვის გამოყენება შესაძლებელი იქნება საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგაც, წარმოქმნის რა რაკეტების წინ ლითონის ნამსხვრევების სქელ ღრუბელს.

CSBA−ს ანალიტიკოსების აზრით, ჰაერ− და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ამგვარი კონფიგურაცია უცხოეთის ბაზებზე საიმედოდ დაიცავს სამხედროებს 250 საზღვაო მილის რადიუსში (დაახლოებით 460 კმ). თუმცა ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომლის გადალახვაც  შეუძლებელია, ჯერჯერობით არ არსებობს.

აშშ−ს მხრიდან სახმელეთო ბაზირების ლაზერულ დანადგარებზე ფსონის დადება და ასევე მიკროტალღური იარაღი ლოგიკურად გამოიყურება. მაგრამ ასეთი თავდაცვითი კონმპლექსები ჯერჯერობით დამუშავების სტადიაზეა და უცნობია, როდის იხილავს დღის სინათლეს პირველი ნიმუშები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!