ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ მეხუთე საჯარო სკოლის და ხელოვნების სტუდია „კრეატივის" სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მხატვარ თამარ ფეიქრიშვილს გავესაუბრეთ.
Sputnik

„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“ – ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.

აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქრიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?

- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა–განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?

- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკურიც იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა – შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდნენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვითხოვ.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?

- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...

- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმენტული კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოო ჯამში იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...

- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის, რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი, ჩემი აზრით, მაინც პლენერია, რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...

- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...

- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15-წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის". სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა „გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა „გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?

- მინდა ბავშვებში ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა. ამისთვის საპილოტო ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს გაცილებით მნიშვნელოვანია...