კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში 27 წლის ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კომაში მყოფი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ექთანი, რომელსაც გუშინ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხუთშაბათს ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი აცრიდან 30 წუთში კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს. მალე პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებდნენ, 27 წლის ექთნის მდგომარეობა საწყის ეტაპზე მძიმედ შეფასდა, ამ დილისთვის კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კულუმბეგოვი: ანაფილაქსიური რეაქცია მარტივ წამლებზეც ვითარდება, ამისგან არავინაა დაზღვეული>>

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 3 ათასამდე ადამიანი აიცრა.