თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საყოფაცხოვრებო პირობებში ხელთათმანების ტარებაზე უფრო ეფექტური საშუალება დეზინფექციაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
გამყრელიძე: ვირუსი მართვადია, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ>>
თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სადენზინფექციო ხსნარის გამოყენების უპირატესობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ხელთათმანის გამოყენებას თავისი წესები აქვს და ადამიანმა ის ხშირად უნდა გამოიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელთათმანი, როგორც ვირუსისგან დამცავი საშუალება, ეფექტურობას კარგავს.
„ხშირად ხდება, ხელთათმანის ტარების პირობებში ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის დაცული. მაგრამ ვირუსი შესაძლოა კონტაქტური გზით გავრცელდეს – მოჰკიდოს ხელი რაღაც ისეთს, რის შემდეგაც სახეზე ან თვალთან კონტაქტის შემთხვევაში დაინფიცირდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.