მოსაზრება: ამერიკულ „აბრამსებს“ რუსეთის გზები მოსპობს

პენტაგონში განგაშს ტეხენ: ამერიკული არმიის უმთავრესი დამრტყმელი ძალის, ცნობილი Abrams-ის ტანკების ბოლო მოდიფიკაცია აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო მოქმედებებზე მორგებული არ არის.
Sputnik

ანდრეი კოცი

M1 Abrams აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში უკვე 40 წელზე მეტია შედის. 1980 წლიდან დღემდე 10 ათასზე მეტი „აბრამსია“ გამოშვებული. აქედან 6 ათასზე მეტი მწყობრშია. „აბრამსები“ იბრძოდნენ ერაყში, ავღანეთსა და იემენში და კარგადაც წარმოაჩინეს თავი — ჯავშანი მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების პირდაპირ დარტყმას უძლებდა, ხოლო თავად მას საკმარისი ძალა ჰქონდა ნებისმიერი სამიზნის გასანადგურებლად.

ზედმეტად მძიმე

მოსაზრება: რისთვის სჭირდება პენტაგონს კომპაქტური ბირთვული რეაქტორები

„აბრამსებს“ არაერთხელ ჩაუტარდა მოდერნიზაცია: გაუძლიერდა ჯავშანი, კონსტრუქციაში სიახლეები შევიდა, დაიხვეწა საბორტე აპარატურა. მაგრამ ამასთან ერთად ტანკი შესამჩნევად დამძიმდა. გასული წლის ზაფხულში შეიარაღებაში მიღებული ბოლო მოდიფიკაციის, M1A2 SEP V3-ის საბრძოლო მასა 68 ტონას უახლოვდება, რაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული „ვეფხვის“ წონის ტოლია. პენტაგონის ექსპერტების აზრით, ეს სერიოზულად ართულებს ტანკის ექსპლუატაციას.

„Abrams M1A2 SEP V3-ის მოდერნიზაციის პროგრამა ეჭვებს იწვევს, – ნათქვამია აშშ-ის საექსპლუატაციო გამოცდებისა და შეფასებების სააგენტოს (Operational test and evaluation) განცხადებაში. – მანქანის მასის მნიშვნელოვანი ზრდა მის მობილობას ამცირებს. M1A2 SEP V3-ის ტაქტიკური ხიდები ვერ უძლებს, მათი გადატანა არც საბრძოლო სარემონტო–საევაკუაციო მანქანებს შეუძლია და არც მძიმე საარმიო სატრანსპორტო ტექნიკას“.

გაბარიტების საკითხი

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაფერი ზღუდავს „აბრამსების“ შესაძლებლობებს ევროპაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ფლანგზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ხიდები და გზები არ არის გათვლილი ესოდენ მძიმე ტექნიკაზე. რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში სატანკო ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებს უზარმაზარი სივრცეების სწრაფად გადალახვა მოუწევთ. და სწორედ ჯავშანტექნიკის ლოგისტიკა შეიძლება იქცეს პენტაგონის სტრატეგებისთვის მთავარ წინაღობად.

მიმოხილვა: ამერიკული პასუხი „კალიბრებს“ – რა უნარები აქვს ახალ „ტომაჰავკებს“

„აბრამსები“ წონით ამ დროისათვის მხოლოდ გერმანულ Leopard 2A7-ს  ჩამორჩება, რომლის წონაც 68,5 ტონაა. ამგვარად, სამხედრო თვალსაზრისით ნატოს ორი ყველაზე მძლავრი სახელმწიფო, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს აქტიური შეტევების განხორციელებას რუსეთთან ომის შემთხვევაში. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ხიდებისა და გზების მიმართ მოთხოვნები უნდა გადახედილიყო და ალიანსმა შესაბამისი გეგმაც წარმოადგინა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

მანამდე დასავლური მასმედია იმ პრობლემების შესახებ წერდა, რომლებიც დამატებითი ძალების განთავსების დროს წამოიჭრა. მაგალითად, ამერიკული მძიმე ტექნიკის პოლონეთში გადასროლისას ზოგი მანქანა უბრალოდ გაბარიტებით ვერ ჩაეწერა რკინიგზის სადგურებში. კერძოდ, ქალაქ კოვალიოვო–პომორსკის რკინიგზის ბაქანის მისადგომებთან ლამის რამდენიმე ტანკი მოსპეს, რომლებიც რკინაბეტონის კონსტრუქციებს გამოედო.

გარდა ამისა, სირთულეები მოსალოდნელია „აბრამსების“ ამერიკიდან გადასროლის დროსაც. ყველაზე ძლიერი ტვირთმზიდის, სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავ C-5-ის ბორტზე მხოლოდ ერთი მოდერნიზებული ტანკი ეტევა.  

მესამე მოდიფიკაცია 

ტანკი M1A2 SEP V3 არაერთი გაუმჯობესების შედეგად დამძიმდა. დამხმარე ძალოვანი დანადგარი ახლა დაჯავშნილია და უკანა ნაწილშია განთავსებული. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მანქანა ახლო მანძილიდან მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებისა და მცირეგაბარიტიანი ავტომატური ქვემეხებიდან სროლებისგან დაეცვათ.

მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი რეკორდულ სამხედრო ბიუჯეტს

მოდიფიკაცია SEP ერაყში ომის შემდეგ გამოჩნდა. საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, რომ ჯავშანტექნიკა ქალაქის პირობებში უკიდურესად მოწყვლადი იყო შენობების ზედა სართულებიდან სროლის დროს. გარდა ამისა, მისთვის ძალიან საშიში გამოდგა გზის ნაპირზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც.

ამიტომ M1A2 SEP V3-ს სერიოზულად გაუზარდეს შუბლის ჯავშნის სისქე, გაუუმჯობესეს კონსტრუქციის სიმტკიცე  ნაღმების აფეთქების მიმართ. ისრაელში დამზადებულ აქტიური დაცვის კომპლექს Trophy-ს ნებისმიერ ბგერამდელი საბრძოლო საშუალების ჩამოგდება შეუძლია, მაგრამ ამ ყველაფერმა წონა ძალიან გაზარდა.

წინა ვერსიების საბრძოლო კომპლექტებში ფუგასური საბრძოლო მასალები არ შედიოდა. მიიჩნეოდა, რომ მათ კარტეჩული ამ მრავალმიზნობრივი ჭურვები ჩაანაცვლებდა, მაგრამ პრაქტიკამ ეს ვერ დაადასტურა. შედეგად – ტანკი ახალი ფუგასური და ბეტონსაწინააღმდეგო საბრძოლო ნაწილით – M1147-ით აღიჭურვა.

ისტორიული გამოცდილება

მოსაზრება: ყინულმჭრელების ამერიკული პრობლემა – საჭიროა მძლავრი ფლოტი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დეკემბერში განაცხადა, რომ 4,62 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა კონცერნ General Dynamics Land Systems-თან „აბრამსების“ M1A2 SEP V3-ის დონემდე მოდერნიზაციის მიზნით. სამუშაოები 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, გენერლებს არ აშფოთებთ ვაშინგტონელი ანალიტიკოსების გაფრთხილებები. ან ზედმეტი წონის პრობლემის გადაჭრას სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შექმნით აპირებენ.

როგორც ცნობილია, რუსულ გზებს არაერთხელ შეუშლია ხელი უცხოელი დამპყრობლებისთვის. 1941 წლის შემოდგომაზე საბჭოთა საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურებებმა სერიოზულად შეაფერხა ვერმახტის ტანკების მოძრაობა მოსკოვისკენ. შედეგად – ჰიტლერის სარდლები მთელ მარცხს უგზოობას მიაწერდნენ.

პენტაგონელ სარდლებს უნდა ახსოვდეთ წინამორბედი აგრესიული დამპყრობლების წარუმატებელი გამოცდილება. მართალია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ რუსეთი კვლავაც რჩება მსოფლიოს უდიდეს, არაპროგნოზირებადი კლიმატური პირობების მქონე ქვეყნად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს