მიმოხილვა: ამერიკული პასუხი „კალიბრებს“ – რა უნარები აქვს ახალ „ტომაჰავკებს“

უფრო შორს ფრენა, უფრო მტკივნეული დარტყმა, წინააღმდეგობის იგნორირება — ამერიკელებმა ფრთოსანი რაკეტა Tomahawk–Block V-ს ახალი მოდიფიკაცია გამოსცადეს.
Sputnik

ანდრეი კოცი

წყნარ ოკენეში, ჰავაის კუნძულებიდან არცთუ ისე შორს ესკადრონულმა ნაღმმზიდმა Chafee-მ საზღვაო პოლიგონზე სროლები ჩაატარა. აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ფლოტმა ლაკონიურად განაცხადა: ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

ორი ვარიანტი

მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი რეკორდულ სამხედრო ბიუჯეტს

პენტაგონში Block V-ს კოლოსალური სისწრაფით შემუშავებას ჩინეთის სამხედრო–საზღვაო პოტენციალის გაძლიერებით ხსნიან. ჩინეთი მართლაც ძალიან სწრაფად აგებს დიდ წყალზედა გემებსა და წყალქვეშა ნავებს, აქტიურად ავითარებს მათ შეიარაღებასა და საბორტო სისტემებს. ამერიკელები სერიოზულად უფრთხიან მსოფლიო ოკეანეში უპირატესობის დაკარგვას — ექსპერტების შეფასებით, 2035 წლისთვის ჩინეთს უკვე 420 „ვიმპელი“ ეყოლება.

და პენტაგონმაც გაზარდა ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე შეკვეთები. 2025 წლამდე 859 რაკეტის შეძენა იგეგმება, რომლებსაც მსხვილი წყალზედა სამიზნეების განადგურების უნარი ექნება დიდ მანძილზე. ბოლო დრომდე ამერიკელი მეზღვაურების არსენალში ჯერ კიდევ 1970-იანებში შექმნილი ხომალდსაწინააღმდეგო „ჰარპუნები“ იყო — 280 კმ სიშორით. 2018 წელს კი სამხედრო–საზღვაო ფლოტმა ზებგერითი AGM-158C LRASM-ები მიიღო, რომლებსაც საზღვაო სამიზნეების 900 კილომეტრის დაშორებით დაზიანება შეუძლია.

თუმცა ახალი იარაღი ჯერჯერობით სერიული არ გამხდარა. ამიტომ LRASM-ების წარმოების პარალელურად პენტაგონში გადაწყვიტეს, რომ „ტომაჰავკებისთვის“ ხომალდსაწინააღმდეგო უნარები დაებრუნებინათ, რაც ამ რაკეტებს 1990-იანების შუა წლებში მოუშალეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებაში Block II შევიდა. ცნობილია, რომ Block V-ად მეოთხე თაობის ყველა „ტომაჰავკი“ გადაკეთდება.

პირველი ვერსიაა Block Va და ის გემებიდან და წყალქვეშა ნევაბიდან იქნება გამოყენებული წყალზედა სამიზნეების წინააღმდეგ. ამ ვარიანტს MST (Maritime Strike Tomahawk — „საზღვაო მოიერიშე „ტომაჰავკი“) ეწოდა. სპეციალისტების აზრით, ის თვითდამიზნების აქტიურ და პასიურ რადიოლოკაციურ და თბოვიზურ არხებს შეითავსებს, ამასთან აღიჭურვება მონაცემთა დამუშავების მძლავრი პროცესორითა და ინერციული დამიზნების ახალი ბლოკით. როგორც მოსალოდნელია, ეს „ტომაჰავკი“ დაახლოებით 1600 კმ დაშორებით შეძლებს დიდი წყალზედა მოძრავი სამიზნეების დაზიანებას.

მიმოხილვა: რას უპირისპირებს რუსეთი ნატოს შავ ზღვაში

არის კიდევ Block Vb. ეს „კლასიკური ტომაჰავკია“ — სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მისატანად. მას ახალი შემღწევი საბრძოლო ნაწილი Joint Multiple Effects Warhead System (JMEWS) აქვს, რომელიც შემღწევი ქობინისა და კუმულაციური გადატენვის ერთობლიობას წარმოადგენს. ამფეთქებელი პროგრამირებადია და მრავალმიზნობრივი, აქვს საბრძოლო ნაწილის ჰაერში აფეთქების უნარი. ეს რაკეტა გამოიყენება როგორც გამაგრებული მიწისქვეშა ბუნკერების, ისე ჩვეულებრივი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

ხუთი მიზეზი

ინტერნეტ-პორტალ Defense News-ის სპეციალისტებმა განმარტეს, რატომაა აქტუალური დღეს „ტომაჰავკები“ — ზებგერითი და ჰიპერბგერითი იარაღის ეპოქაში. უპირველესად, Block V ბევრად ზუსტია წინამორბედებზე, ხოლო ფრენის მანძილი საკმარისია იმისთვის, რომ ეფექტურად გაუმკლავდეს ჩინურ რაკეტა DF-26-სა და DF-21-ებს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში. მეორეც: მოდიფიცირებული „ტომაჰავკები“ რადიოაქტიური ბრძოლის საშუალებებისგანაა დაცული და დამზადებულია მცირედ შემჩნევადობის ტექნოლოგიით, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მესამე: რაკეტის ქვესონიერი სიჩქარე უპირატესობას იძლევა სხვა უფრო სწრაფ კონკურენტებზე. მეხუთე ვერსიის „ტომაჰავკი“ უფრო ეკონომიურია საწვავის ხარჯვის კუთხით, ხოლო მისი ეფექტური მოქმედების სიშორე — ბევრად მაღალი.

მეოთხე: ეს რაკეტა შედარებით იაფია. Block V-ს ერთი გაშვება გადასახადების გადამხდელებს მილიონი დოლარი დაუჯდებათ. ზებგერითი რაკეტა SM-6 ოთხჯერ ძვირი ღირს.

და, ბოლოს, მეხუთე: Block V არ განსხვავდება წინამორბედებისგან გაბარიტებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ის ვერტიკალური გაშვების ძველ დანადგარებში — Mk41-ში გამოიყენონ, რომლებითაც არის აღჭურვილი ესკადრონული ნაღმმზიდი „არლი ბერკი“ და კრეისერი „ტიკონდეროგა“. გარდა ამისა, ამ რაკეტების გაშვებას კონსტრუქციაში რაიმე გადაკეთების გარეშე შეძლებენ ატომური სუბმარინებიც. მოსალოდნელია, რომ Tomahawk Block V-ს ორივე ვარიანტის სერიული წარმოება 2023 წლიდან დაიწყება.

მოსაზრება: ყინულმჭრელების ამერიკული პრობლემა – საჭიროა მძლავრი ფლოტი

მთავარი კონკურენტი

ამერიკული „ტომაჰავკების“ უახლოეს ანალოგად მიიჩნევა ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, რომელიც რუსეთმა საომარ ვითარებაში პირველად 2015 წლის შემოდგომაზე გამოსცადა. სამხედრო–საზღვაო ფლოტის ხომალდებმა ახალი იარაღით მაშინ ერთდროულად შეუტიეს ტერორისტების 26 ობიექტს სირიაში და თითქმის ყველა წარმატებით გაანადგურეს. ამ რაკეტებით არის აღჭურვილი 22350 და 11356 პროექტების ფრეგატები, პროექტ 20385-ის კორვეტი, პროექტ 21631-ისა და 22800-ის მცირე სარაკეტო ხომალდები და ასევე წყალქვეშა ნავები — პროექტები: 885, 636.3, 677, 971 და 877. უახლოეს მომავალში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აგებული „ვიმპელების“ ნაწილი ასევე გადაიარაღდება „კალიბრებად“.

„კალიბრის“ ოჯახის რაკეტების ზუსტი მახასიათებლები უცნობია. თუმცა 2017 წლის 19 ოქტომბერს „ვალდაის“ კლუბში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ საზღვაო ბაზირების რაკეტის სიშორე წყალზედა სამიზნემდე 1400 კილომეტრია, რაც ახალ „ტომაჰავკებს“ უტოლდება. სახმელეთო სამიზნეებზე სასროლი ვერსიის სიშორე კი 2600 კილომეტრია. თუმცა ეს ზღვარი არ არის.

2018 წლის იანვარში ზოგმა მედიასაშუალებამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთში სახომალდე ბაზირების მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი-М“ იქმნებოდა — სროლის მაქსიმალური სიშორე 4,5 ათასი კილომეტრი. აღინიშნება, რომ სიახლე წინამორბედებზე დიდია, ხოლო მისი საბრძოლო ნაწილის წონა დაახლოებით ერთი ტონაა. რაკეტას შეუძლია ზიდოს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინები.

არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, „კალიბრი-М“ ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლებით ახალ ამერიკულ „ტომაჰავკებს“ კიდეც აღემატება. მაგრამ ამერიკელებს აქვთ უდავო უპირატესობა — ეს ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობაა. აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალებს ასზე მეტი წყალზედა და წყალქვეშა „ვიმპელი“ ჰყავს, რომლებიც დიდი რაოდენობით ზეზუსტი იარაღითაა აღჭურვილი. რუსეთს კი ასეთი მხოლოდ ოცი ხომალდი ჰყავს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს