მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფინიშს უახლოვდება

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სახმელეთო ნაწილი უცხოეთის ტერიტორიაზე უკვე აგებულია, ახლა მილები გერმანიის წყლებში გაჰყავთ, მერე კი დანიის წყლებში ჩადებენ.
Sputnik

ნატალია დემბინსკაია

ანალიტიკოსების აზრით, პროექტი ფინიშს უახლოვდება და ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება. მაგრამ პრობლემები შეიძლება გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპზე წარმოიშვას.

ყველაფერი მზადაა

„გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ ელენა ბურმისტროვამ საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მილსადენის უცხოური სახმელეთო ნაწილი სრულ მზადყოფნაშია.

ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში

ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 11 დეკემბერს გერმანიის ტერიტორიულ წლებში გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობა განახლდა. 15 იანვრიდან მილების გაყვანა დანიის ტერიტორიულ წყლებში გაგრძელდება. ბურმისტროვას თქმით, საზღვაო ნაწილის დასრულების ვადა სხვადასხვა პირობებზე, მათ შორის ამინდზეცაა დამოკიდებული.

მილგამყვან ხომალდ „ფორტუნას“ ხომალდები „მურმანი“ და „ბალტიის მკვლევარი“ დაეხმარებიან. ზღვაში 200 მ სიგანის დროებით აკრძალული ზონა შეიქმნება მილების ორივე მხარეს. იქ არ შეიძლება ცურვა, ყვინთვა, ღუზის ჩაშვება თუ თევზჭერა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა მშენებლობის ყველაზე რთული ეტაპი შეიძლება იყოს. ზამთრობით ბალტიის ზღვაზე ძლიერი შტორმები იცის. ამასთან გაზსადენს ამერიკული სანქციებიც ემუქრება.

ცდას არ აკლებენ

ოქტომბერში პროექტზე „ვროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ პაკეტის PEESA-ს მოქმედება გაავრცელეს. შეზღუდვები დაუწესდა კომპანიებს, რომლებიც მომსახურებით, აღჭურვილობითა და ფინანსებით უზრუნველყოფდნენ მილსადენის გაყვანაზე დასაქმებულ ხომალდებს.

„სანამ სრულად არ შეჩერდება“: აშშ რუსული გაზსადენისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს

ახლა საფრთხის წინაშე ის სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიები დგანან, რომლებიც რუსეთის კუთვნილ ხომალდებთან თანამშრომლობენ. კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებული სანქციები ჩართულია 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში. შედეგად – დამზვევები ვერ გარისკავენ იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მილსადენის მშენებლობის დასრულებაზე მუშაობის პროცესში მიადგება ხომალდებს, ხოლო სასერტიფიკაციო ფირმები ვერ შეძლებენ შეაფასონ შედუღებული მილების საიმედოობა გერმანიისთვის გაზის მიწოდების წინ. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალი სანქციების საშიშროება ჯერ კიდევ ბოლომდე გასაგები არ არის.

„ერთ მხრივ, კონგრესმა მიიღო ეს კანონი, მეორე მხრივ კი დონალდ ტრამპმა მას ხელი არ მოაწერა და არც ისაა ფაქტი, რომ ჯო ბაიდენი მოაწერს“, — მსჯელობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.

გადაწყვეტილება მოინახება

გერმანიაში უკვე განაცხადეს, რომ თუ თეთრი სახლი აღნიშნულ გეგმებს განახორციელებს, მაშინ ბუნდესტაგში საპასუხო ზომები მომზადდება. როგორც გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს შიდა დოკუმენტშია ნათქვამი, ანგელა მერკელის მთავრობა ევროკავშირთან კოორდინირებულ მოქმედებებს განიხილავს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: რუსული მილგამყვანი ხომალდი სამუშაო ადგილს მიუახლოვდა

პროექტის პარტნიორები აღნიშნავენ: რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში აუვლის გვერდს სანქციებს და გაზსადენის მშენებლობას დაასრულებს.

„მილების გაყვანა განახლდება, გაზსადენი დასრულდება“, — ირწმუნება ავსტრიული ნავთობკომპანია OMV AG-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რაინერ ზელე.

ოქსფორდის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულება ზაფხულში შეიძლება, გაზის ტრანსპორტირებაზე სერტიფიკატის მიღება კი — მომდევნო ზამთარში. ექსპერტების აზრით, შემდგომი სანქციები, დიდი ალბათობით, დროში გაიწელება, მაგრამ საბოლოოდ რუსეთი „მოძებნის ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევის გზას“, ამერიკელებმა კი „უნდა გაიგონ, რომ პროექტს ვერ შეაჩერებენ“.

მსგავს პროგნოზებს აკეთებენ რუსი ექსპერტებიც.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საწინააღმდეგო ამჟამად მოქმედი სანქციები „გაზპრომისთვის“ კოღოს კბენას ჰგავს. ასეთივე წარმატებით ვაშინგტონს შეეძლო ეცადა, რომ ბუნებრივი გაზის მოპოვება აეკრძალა ჩვენთვის. ჯო ბაიდენმა კიდეც რომ მოაწეროს ხელი კანონპროექტს, „გაზპრომი“, თავის პარტნიორებთან ერთად, მაინც მიიყვანს საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე და გადაქაჩვას შეუდგება. ჩემი აზრით, მილების გაყვანა აპრილი–მაისისთვის დასრულდება“, — ამბობს ლეონიდ ხაზანოვი.

ითვალისწინებს ანტირუსულ სანქციებს: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის პროექტი მოიწონა

ექპლუატაციაში გაშვება

სპეციალისტები ხაზს უსვამენ: ყველაფერი, რაც ღრმაწყლოვან უბნებზე მშენებლობას შეეხება, უკვე აკრძალულია. ამიტომ „გაზპრომი“ პირდაპირ მოქმედებს და გაჩერებას არ აპირებს. ინტრიგა იმაშია, „ფორტუნა“ მხოლოდ დანიის წყალმარჩხ უბნებზე იმუშავებს თუ ღრმაწყლოვან უბნებზეც. ამაზეა დამოკიდებული მშენებლობის ტემპებიცა და აუცილებელი ხომალდების რაოდენობაც.

„გაზპრომი“ ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს სანქციების შედეგები, ცვლის რა მესაკუთრეთა ჯაჭვს. მშენებლობაში მონაწილე ყველა ხომალდმა უკვე შეიცვალა მფლობელი... ამ ნაბიჯის აზრი ისაა, რომ ეს საკუთრება შორს გასწიონ. „გაზპრომს“ ხომალდები არაფრის დამავალდებულებელ კანტორებში შეჰყავს, მიაჩნია რა, რომ სათავო კომპანიის სტრუქტურები არ დაზარალდება“, — განმარტავს ექსპერტი იგორ იუშკოვი.

თუმცა, მისი თქმით, თუ გაზსადენის შენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, მისი ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპზე შეიძლება სირთულეები წამოიჭრას. საქმე ისაა, რომ ახალი სანქციები, რომლებიც აშშ-ის 2021 წლის თავდაცვით ბიუჯეტშია ჩაკერებული, გაზსადენის მოსახურებასა და მის ექსპლუატაციასაც ეხება. და აქ ბევრია დამოკიდებული ევროპელებზე: გასცემენ თუ არა უფლებას გადაქაჩვის დაწყებაზე და გაზის გამოყენებაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს