2021 წლის ჰოროსკოპი: თევზები – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

როგორი იქნება 2021 წელი თევზებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს
Sputnik

თევზები ახალ, 2021 წელს უფრო იოლად შეძლებთ მოვლენების აღქმას, რადგან თქვენი კატეგორიულობა მეორე პლანზე გადავა. ლოიალურობა მიმდინარე მოვლენებისა და ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ ახალი წარმატებებისა და გამარჯვებების გასაღები გახდება.

თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

თევზებმა მთელი ყურადღება წინსვლაზე უნდა გადაიტანოთ და არავის მისცეთ თქვენს გეგმებში ჩარევისა და მანიპულაციების უფლება. ექსპერტები გირჩევენ, უფრო ხშირად იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არ ინერვიულოთ სხვების პრობლემებზე და არ დაეხმაროთ ყველას განურჩევლად. ასე უფრო შეძლებთ მანიპულატორების ძალაუფლებისგან თავის დაღწევას და საკუთარი ბედნიერების მიღწევას.

იღბალი 2021 წელს ძლიერებისა და გაბედულების მხარეს იქნება, ამიტომ დროა, უარი თქვათ წვრილმანების გამო თვითგვემაზე, ძალების მიმართვაზე იმ საქმეებზე, რომლებიც გარშემომყოფებმა მოგახვიეს თავს. ანუ თქვენი უმთავრესი მტერი 2021 წელს ადამიანების მხრიდან მანიპულაციის მცდელობა იქნება. თუ ამის თავიდან აცილებას შეძლებთ, თქვენს წარმატებებსა და ბედნიერებას არაფერი დაუდგება წინ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

მამაკაცი თევზები

თქვენი კომფორტული გარემო სამუშაო იქნება. ახალი წარმატებები თავს თავდაჯერებულად, ცხოვრებით კმაყოფილად გაგრძნობინებთ და მზად იქნებით მომავალი გამარჯვებებისთვის. აქტიურობის შენარჩუნებაში მთელი წლის განმავლობაში მტკიცე ოჯახური ურთიერთობები და პოზიტიური ფიქრები დაგეხმარებათ.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფინანსები და სამუშაო: საქმიან გარემოში წარმატებას მოგიტანთ სწორი ადამიანების შერჩევის უნარი, რომლებიც ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებიან. თქვენთვის უფრო იოლი იქნება გუნდური მუშაობა, სადაც თითოეული თავის საქმეს ასრულებს. რამის ყიდვისთვის უკეთესი დროა წლის მეორე ნახევარი, როდესაც უფრო სტაბილური შემოსავალი გაჩნდება.

სიყვარული და ურთიერთობები: მარტოხელა მამაკაც თევზებს 2021 წელი რომანტიკასაც მოგიტანთ და სერიოზულ ურთიერთობებსაც, თუ ამისთვის მზად იქნებით. ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და ხელიდან არ გაუშვათ მნიშვნელოვანი ნაცნობობის შესაძლებლობა. ურთიერთობების გამტკიცებაში და პარტნიორის გაგებაში დაგეხმარებათ რომანტიკული სეირნობა და მოგზაურობა.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

განწყობა და ჯანმრთელობა: ხარის წელიწადს ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა არ გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები, ასევე უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა ტრავმების მიღების საშიშროება აიცილოთ თავიდან. ასევე არაფერს გარგებთ და პირიქით, უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას მელანქოლიური აზრები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამოჩენისთანავე აღკვეთოთ და მათ თქვენზე გაბატონების უფლება არ მისცეთ.

ქალი თევზები

ასტროლოგები ქალ თევზებს გირჩევენ, რომ 2021 წელს ორი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის მოემზადოთ, რომლებიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე გელოდებათ. ეს ეტაპები მნიშვნელოვანი იქნება ცხოვრების ყველა სფეროში. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ გააკონტროლოთ მიმდინარე მოვლენები. იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება მართოთ, თქვენი ბედი უნდა გაიაზროთ და მიიღოთ.

ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში>>

ფინანსები და სამუშაო: 2021 წელს მკვეთრი კარიერული ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა შრომისმოყვარე ქალი თევზები შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას და კარგი თანამდებობის მიღებას. შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზე იქნება და გეგმებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ თქვენს განწყობას შეუძლია. ამაზე კი უნდა იმუშაოთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ პერსპექტიული შესაძლებლობები მელანქოლიური განწყობისა და საკუთარ თავში ზედმეტი ჩაღრმავების გამო.

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

სიყვარული და ურთიერთობები: მარტოხელებმა უნდა ისწავლოთ კმაყოფილების მიღება ურთიერთობებისგან, არ უნდა შეგრცხვეთ საკუთარი გრძნობების. გულღიაობა და კეთილმოსურნეობა ბიძგს მისცემს ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას – როგორც მსუბუქის, ისე სერიოზულის. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მან საცხოვრებლის მოწყობაზე უნდა იფიქროს, რათა სასიამოვნო გარემო შექმნას საყვარელ ადამიანთან ცხოვრებისთვის.

განწყობა და ჯანმრთელობა:2021 წელს მთელი თქვენი მომხიბვლელობა და მჭევრმეტყველება დაგჭირდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განწყობასა და ჯანმრთელობაზე იფიქროთ. შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა, რაშიც ფიზიკური აქტიურობა დაგეხმარებათ.

ასევე გაეცანით 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბების, ლომების, ქალწულების, სასწორების, მორიელების, მშვილდოსნების, თხის რქების, მერწყულებისთვის.