თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კავკასიელების დღეგრძელობის საიდუმლო განსაკუთრებულ მწვადშია, რომელსაც ადგილობრივები სპეციალური რეცეპტით ამზადებენ, განაცხადა ექიმმა დიეტოლოგმა ანდრეი ბობროვსკიმ რადიო Sputnik-თან საუბრისას.
ექიმის თქმით, მწვადი კავკასიელების საკულტო კერძია, რომელსაც შამფურზე აგებენ და შეშაზე წვავენ. ასე მომზადებული მწვადი კი გაუჯერებელი ცხიმების სწორ შემადგენლობას შეიცავს.
„სახელგანთქმული კავკასიური დღეგრძელობის საიდუმლო ხორცშია. აშკარაა, რომ იქ ჰაერიც უფრო სუფთაა, წყალიც სხვანაირია და ხილ-ბოსტნეულიც. თუმცა ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ეს ცხიმის შემადგენლობაა“, — განმარტა ექსპერტმა.
ბობროვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კავკასიური მწვადი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც რუსეთში არიან მიჩვეული. მისი თქმით, გარდა ხორცის სახეობისა, ასევე მნიშვნელოვანია თავად მომზადების მეთოდი, რა დროსაც მთელი ცხიმი მწვადში კი არ გროვდება, არამედ გარეთ იწურება და, შესაბამისად, ერთგვარად დიეტურიც კი არის.