მოსაზრება: რისთვის ირგებს „ისკანდერი“ საზღვაო სამოსს

როგორც სამხედრო მიმომხილველი წერს, „ისკანდერ М“-ის სარაკეტო კომპლექსებით თავისი სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დაცვით რუსეთი ნაციონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას აძლიერებს
Sputnik

სტრატეგია ლოგიკურია: რაც მეტი იქნება ეს მოწყობილობა და პოტენციური აგრესორის სავარაუდო ზარალი, მით უფრო გაძლიერდება მშვიდობა ევროპასა და აზიაში.

გაზეთ „იზვესტიას“ წყაროს (რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან) ინფორმაციით, „ისკანდერ-М“-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები გამოყენებული იქნება მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტსა და გემებზე დარტყმების განსახორციელებლად. სახმელეთო ჯარების სარაკეტო ბრიგადებმა დაიწყეს საზღვაო ბრძოლის ტაქტიკის ათვისება და ტექნოლოგიურად კომპლექსი უკვე მზადაა მოწინააღმდეგის დესანტის მოსაგერიებლად. „ისკანდერ-М“-ს აქვს შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა წყალობითაც შეუძლია შორ მანძილზე ამოიცნოს და გაანადგუროს სამიზნე, რისი ანალოგიც მთელ მსოფლიოში არ მოიპოვება.

მიმოხილვა: საბრძოლო რობოტები ზღვასა და ხმელეთზე

 „ისკანდერების“ საზღვაო სროლა გაიმართა 20 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთის მოულოდნელი შემოწმების მსვლელობისას. ოპერატიულ-ტაქტიკურმა სარაკეტო კომპლექსებმა პირობითად გაანადგურეს საბრძოლო ტექნიკის ჯგუფი ნაპირზე სადესანტო ხომალდებიდან გადმოტვირთვის მომენტში და აღკვეთეს „მოწინააღმდეგის“ საზღვაო დესანტის მიერ შავი ზღვის სანაპიროს ხელში ჩაგდების მცდელობა.

ჯარის მართვის ავტომატიზებულ სისტემასთან ინტეგრირების მეშვეობით „ისკანდერ-М“-ს სანაპირო დაცვის სიღრმეში შეუძლია რეალური დროის რეჟიმში ავიაციისგან, ფლოტისგან, დაზვერვისგან, უპილოტო თვითმფრინავისგან სამიზნეების შესახებ მითითებების მიღება და მოძრავი მიზნების განადგურება ზღვაში.

 „ისკანდერ-М“-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები მოუხელთებელია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არსებული და პერსპექტიული სისტემებისთვის, შეუძლია გადალახოს 500 კმ 4 წუთში, ამასთან, 9М728 ან Р-500 ქობინების სამიზნე ცდომილება არ აღემატება 1 მეტრს. „ბალისა“ და „ბასტიონის“ სანაპირო სარაკეტო კომპლექსებთან ერთად (ზღვაზე სამიზნის სიშორე 260 და 350 კმ) უფრო მძლავრ „ისკანდერს“ შეუძლია ეშელონირებული თავდაცვის გაძლიერება და რუსეთის საზღვაო საზღვრების აუღებელ ციხე-სიმაგრედ გარდაქმნა.

როგორც ამას წინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, მიმდინარეობს ათივე სარაკეტო ბრიგადის გადაიარაღება ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით - „ისკანდერ-М“-ით და დამატებით სამის ფორმირება. რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა ყოველწლიურად უშვებს ორ საბრიგადო კომპლექტს. ამავდროულად მიმდინარეობს „ისკანდერების“ მოდერნიზაცია.

მიმოხილვა: F-35-ის მოდერნიზაცია, როგორც შელახული რეპუტაციის შედეგი

საზღვაო სამიზნე  

რუსეთის სანაპიროს თავდაცვაზე ტრადიციულად პასუხისმგებელია საბრძოლო ხომალდები, საზღვაო ავიაცია და ბალტიის, ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანის, შავი ზღვის ფლოტებისა და კასპიის ზღვის ფლოტილიის სანაპირო ჯარები. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მობილური გემთსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „ბალი“ და „ბასტიონი“.

დროთა განმავლობაში სანაპირო დაცვა ახალი ტექნიკით ივსება. ბალტიის ფლოტი 2019 წელს შეივსო დესანტის საწინააღმდეგო მიმართულების საკუთარი სატანკო პოლკით, შავი ზღვის ფლოტი კი, ყირიმში, გაძლიერდა საჰაერო-სადესანტო ჯარების მესამე პოლკით, სანაპირო დაცვაში „ისკანდერ-М“-ის კომპლექსებით შეიარაღებული სარაკეტო ბრიგადების გამოყენება ზღვაზე რუსეთის შემტევი პოტენციალის ოპერატიულად გაზრდის შესაძლებლობას ქმნის.

შემქმნელის მონაცემებით, რუსული სარაკეტო ბრიგადის სრული კომპლექტი შედგება 51 მანქანისგან. ორ წუთში ბრიგადას შეუძლია 24 რაკეტის გაშვება გადატვირთვის გარეშე.

რაც უფრო მეტ მიზანს გაანადგურებენ „ისკანდერები“, მით ნაკლები ბრძოლა მოუწევთ რუს სამხედროებს ნაპირზე. შრომა ზედმეტი არ არის, რადგან სავარაუდო მოწინააღმდეგის თანამედროვე შემტევი ტაქტიკა ითვალისწინებს საზღვაო დაზვერვის სხვადასხვა ვარიანტს (ბალტიის ზღვა განსაკუთრებით მდიდარია ნატოს მსგავსი წვრთნებით). „ისკანდერების“ მასობრივ შეტევას 500 კმ-ის მანძილზე  შეუძლია დასაწყისშივე ჩაახშოს მოწინააღმდეგის მსგავსი ოპერაცია.

მიმოხილვა: XXI საუკუნის „მეფე–ნაღმმტყორცნი“ შეიარაღებაში

შემთხვევითი არ არის, რომ წვრთნებში „ისკანდერ-М“-ის მონაწილეობა ყოველთვის იწვევს ნატოს სარდლობის გაღიზიანებას, რადგან სარაკეტო კომპლექსების საწინააღმდეგო მოწყობილობა მათ არ გააჩნიათ. და აი ახალი გამოწვევა ალიანსისთვის - „ისკანდერის“ მოდერნიზებული კომპლექსები და შორ მანძილზე საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად ადაპტირებული რაკეტები ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების პროვოკაციული აქტივობის საგრძნობლად შემცირებისა და რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს: რუსეთი არავის ემუქრება, მხოლოდ ასიმეტრიულად პასუხობს დასავლეთის მტრულ განწყობას, ადეკვატურად რეაგირებს ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში დასავლეთის სამხედრო ბლოკის მზარდ შემტევ პოტენციალზე. თუ ალიანსი შეწყვეტს რუსეთის საზღვრების მახლობლად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის აშკარად ანტირუსული პოზიციების განთავსებას, „ისკანდერები“ თავიანთი უნიკალური შესაძლებლობების დემონსტრირებას მხოლოდ პოლიგონებზე გააგრძელებენ.

შეუდარებელი კვაზიბალისტიკა

ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-М“ გამიზნულია 500 კმ მანძილზე მცირე ზომის მაღალი სიზუსტის სამიზნეების გასანადგურებლად. ობიექტის მიზანში ამოსაღებად გამოყენებულია ინერციული სანავიგაციო სისტემა და სიგნალი „ГЛОНАСС-ის“ თანამგზავრიდან. ფინალურ მონაკვეთზე აქტიურდება ჭკვიანი ოპტიკური თვითდამიზნების მოწყობილობა, რომელიც სიზუსტეს რამდენიმე მეტრის დაშორებით უზრუნველყოფს. რაკეტებისთვის მიმართულების შეცვლა შეიძლება გაშვების შემდეგ, რაც მოძრავი სამიზნეების, მათ შორის, მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების განადგურების შესაძლებლობას იძლევა.

მიმოხილვა: რუსულ თვითმფრინავ–ამფიბიას კონკურენტი არ ჰყავს

კომპლექსი აღჭურვილია ორი სახის რაკეტებით: აერობალისტიკური 9М723 - დაფრინავენ კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით 50 კმ-მდე სიმაღლეზე, ფრთოსანი 9М728 ან Р-500 - სამიზნისკენ მიფრინავენ დაბალ სიმაღლეებზე. მაღალი სამიზნის რაკეტებს - „ისკანდერს“ - აქვს რთული საფრენი ტრაექტორია, მოუხელთებელია ყველა არსებული ჰაერსაწინააღმდეგო-რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემისთვის. აფრენისა და მიზანთან მიახლოების შემდეგ რაკეტები ენერგიულად მანევრირებენ 20-დან 30g-მდე ზედმეტი ტვირთით. რაკეტის სასტარტო მასა - 3,8 ტონაა, სიგრძე - 7,2 მეტრი, სიჩქარე - 2კმ წამში, ინტერვალი გაშვებებს შორის - ერთი წუთი.

„სანაპიროზე“ ძირითადი სამიზნე ობიექტებია - სარაკეტო კომპლექსები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საბრძოლო ავიაცია აეროდრომებზე, სამეთაურო პუნქტები და მოწინააღმდეგის კავშირის კვანძები.

ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-М“ ჯაბნის ყველა უცხოურ ანალოგს (Lance, ATACMS, Pluton) სიზუსტით, გასაშვებად რაკეტების მომზადების ოპერატიულობით და სხვა მახასიათებლებით. კომპლექსის მთავარი უპირატესობებია: სტრატეგიული მობილობა, ფარული საბრძოლო მორიგეობისა და სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა, ავტომატური გათვლა, საცეცხლე და რადიოელექტრონული წინააღმდეგობის პირობებში საბრძოლო ამოცანის შესრულების მაღალი ალბათობა. შეგახსენებთ, რომ რუსული „ისკანდერები“ წარმატებით შემოწმდა საბრძოლო პირობებში სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შესადარებლად, აშშ-ში უარი განაცხადეს „ისკანდერის“ საკუთარ ანალოგზე, რადგან კომპანია Raytheon-მა ვერ შეძლო ახალი მაღალტექნოლოგიური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის დამზადება პენტაგონისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!