თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამმა პროტოტიპმა გამოცდები წარმატებით გაიარა, განაცხადა ცენტრ „ვექტორის“ გენერალურმა დირექტორმა რინატ მაქსიუტოვმა.
„ეს ყველაზე მეტად გაუმჯობესებული პრეპარატებია მიღებული შედეგების თვალსაზრისით“, — განუცხადა მაქსიუტოვმა РИА Новости-ს.
მისი თქმით, ცენტრში დაახლოებით 100 ადამიანისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ახალი თაობის ვაქცინების შექმნაზე.
„ყველაზე მთავარი — დაავადებისგან იმ ადამიანის დაცვაა, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდება. ყველაზე დიდი სირთულე — უსაფრთხო პრეპარატის შექმნაა, რომელიც ამ დაცვას უზრუნველყოფს“, — აღნიშნა „ვექტორის“ ხელმძღვანელმა.
მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ „ვექტორი“ COVID-19-ის ვაქცინის შექმნაში ერთ-ერთ ლიდერად დაასახელა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10 302 052 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 505 505 და განიკურნა 5 235 813 ადამიანი.