საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი დამტკიცებულია: როგორ გადანაწილდა თანხები

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 84 ხმით, დაამტკიცა შესწორებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც ითვალისწინებს კორონავირუსის გავლენას და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლას
Sputnik

ქვეყნის ახალი ბიუჯეტი ანტიკრიზისულია. როგორც მთავრობაში მისი წარდგენისას განაცხადეს, ბიუჯეტში გათვალისწინებულია კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის მთავრობის მიერ ადრე გამოცხადებული ყველა ანტიკრიზისული ზომა და რესურსი.

სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხედა ორი მთავარი ფაქტორის გამო: მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზების გაუარესების და საქართველოსთვის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი დამატებითი ფინანსური დახმარების გამო.

პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ს ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის საქართველოს მიმართაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას აგრძელებს

პროექტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4%-ით შემცირება. ნომინალური სავალუტო შიდა პროდუქტი, პროგნოზის თანახმად, 50,3 მილიარდი ლარის დონეზე იქნება. შესადარებლად, შარშან ეს მაჩვენებელი 53,1 მილიარდ ლარს შედგენდა. ლარის მიმდინარე კურსი დოლარის მიმართ არის - 3,0535 GEL/$1.

ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 8,5%-ის დონეზეა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები

მიღებული პროექტის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დაახლოებით 3,9 მილიარდი ლარით გაიზრდება და 18,4 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან, შემოსავლები შემცირდება ერთი მილიარდი ლარით და 10,2 მილიარდ ლარს შეადგენს.

შემოსულობების ზრდა გამოწვეულია სხვა შემოსავლების ზრდით, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნით, საქართველოს ეროვნული ბანკის დივიდენდების ზრდით, რესურსების დამატებითი მობილიზაციითა და სხვ.

გაიზრდება ასევე გრანტების მოცულობა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული დახმარების ხარჯზე და საქართველოს ვალდებულებები. ამასთან, კრედიტების მოცულობა საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, მოიმატებს 4,5 მილიარდი ლარით.

მიმზიდველი პირობები: რას სთავაზობენ უცხოურ კომპანიებს საქართველოში

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარით მოიმატებს და დაახლოებით 15,9 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი შემცირდება 199,6 მილიონი ლარით, კაპიტალური ხარჯი - 347,5 მილიონი ლარით. ასიგნებების ნაწილი გადანაწილდება ზოგიერთი უწყების დაფინანსების შემცირებისა და სხვათა დაფინანსების გაზრდის ხარჯზე.

დამატებითი ხარჯი

სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია 1,8 მილიარდი ლარის ოდენობის ხარჯი, რომელიც ანტიკრიზისული ზომების რეალიზაციას მოხმარდება.

ამ თანხიდან 44 მილიონი ლარი მოხმარდება საკარანტინო ზონების მომსახურების ანაზღაურებას, 151 მილიონი ლარი კი - ჯანდაცვის სფეროს კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, მათ შორის, ტესტებს, პირადი ჰიგიენის ნივთებს და სხვ.

კიდევ 559,2 მილიონი ლარი გამოყოფილია ბიზნესისა და კლინიკებისთვის შეღავათებისა და სუბსიდიებისთვის, მათ შორის, მცირე გრანტებისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის, კლინიკების სუბსიდირებისთვის და ა.შ.

რა საკითხს დააყენებს გახარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე

თუმცა ყველაზე დიდი ნაწილი - 1 მილიარდი ლარი - სოციალური სფეროსთვისაა გამიზნული.

კორონავირუსით დაზარალებული კონკრეტული ადამიანების დახმარების გარდა, სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებულია ფონდის სახსრები, დამატებითი ფინანსები ჯანდაცვის სფეროსთვის და მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლების დახმარება.

ვის უმცირდება დაფინანსება

კორონავირუსთან დაკავშირებული მზარდი ხარჯის გარდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება ზოგიერთი უწყებისთვის.

ასე, მაგალითად, პარლამენტის ასიგნებები 4 მილიონი ლარით შემცირდება, მათ შორის, 2,5 მილიონი ლარით შემცირდება საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე ხარჯი.

კორონავირუსის გამო 750 ათასით შემცირდება ხარჯი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, მთავრობის ადმინისტრაციისთვის კი -  ერთი მილიონი ლარით.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა

გარდა ამისა, მცირდება ხარჯი აუდიტის სამსახურისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, საპენსიო სააგენტოსთვის, ასევე, პრაქტიკულად ყველა სამინისტროსთვის.

ყველაზე დიდი შემცირება  - 127 მილიონი ლარით - ელის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

რატომაა ანტიკრიზისული ბიუჯეტი უნიკალური

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს შემუშავებული და მოწონებული ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკულად ფინანსური ხსნაა.

„პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში, 90-იანი წლებიდან დაწყებული, დაიგეგმა ხარჯის ზრდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, კერძოდ, მშპ-ს შემცირების პირობებში. როგორ წესი, მათ შორის მაღალი დადებითი კორელაციაა. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დაუჯერებელი რამ ხდება - ეკონომიკა მცირდება, ბიუჯეტის ხარჯი კი იზრდება“, - განუცხადა არჩვაძემ Sputnik-საქართველოს.

პესიმისტური პროგნოზი: რა ახდენს გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე

მისი სიტყვებით, ამისათვის მთავრობას მოუხდა, მკვეთრად, სამჯერ გაეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მიმართება მშპ-სთან და ამის საფუძველზე დამატებითი სახსრების მობილიზება მოეხდინა.

„მთლიანობაში, თუ დღევანდელ ბიუჯეტს გადავხედავთ, ის გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 5%-ით, ოდნავ მეტითაც კი იზრდება. თანაც არა მხოლოდ ნომინალურად, არამედ ინფლაციისა და მშპ-ს დეფლატორის გათვალისწინებით. ანუ წელს სახელმწიფოს ხარჯი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, უფრო ხელშესახები, ვიდრე წინა წლებში“, - აღნიშნა პროფესორმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტიდან სახსრები, ძირითადად, სწორედ სოციალური და სამედიცინო სფეროებისკენ მიემართება.