რა შეზღუდვები იხსნება 15 ივნისიდან

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან სიფრთხილის წესები და არ დაივიწყონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 15 ივნისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპს იწყებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აღდგება:

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, ტრანსპორტსა და ადამიანების თავშეყრის ადგილებში აუცილებელია სამედიცინო ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, დეზბარიერის გავლა და ხელების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას იწყებენ

გარდა ამისა, ორშაბათიდან ნაწილობრივ აღდგება სწავლა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს ეხება მეოთხე კურსის სტუდენტებს – ბაკალავრებს, კეროდ, პრაქტიკულ მეცადინეობებს ლაბორატორიებში, რომელთა ჩატარება ონლაინ, ანუ დისტანციურად შეუძლებელია. ამის პარალელურად სალექციო კურსი ონლაინ–რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოში 8 ივნისიდან მუშაობა განაახლეს საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა მგზავრებს ქვეყნის ქალაქებში 29 მაისიდან ემსახურება.

ასევე 8 ივნისიდან განაახლეს მუშაობა იმ რესტორნებმა და სასტუმროებმა, რომლებმაც შესაბამისი ნებართვა მიიღეს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექციისგან.

საქართველოში ყველა რესტორანი იხსნება - ძირითადი მოთხოვნები>>

გასული კვირის დასაწყისში მუშაობა განაახლეს ვალუტის გადაცვლის პუნქტებმაც.

15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 879 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 704, გარდაიცალა 14 პაციენტი.