საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნაწილობრივ 15 ივნისიდან აღდგება

გამოწერა
მეცადინეობას ყველა სტუდენტი პირბადით უნდა ესწრებოდეს. საუნივერსიტეტო ლაბორატორიებშიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში 15 ივნისიდან სწავლა ნაწილობრივ აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია სასწავლებლის ვებგვერდზე გავრცელდა.

მეტროს სადგურს პოლიცია აკონტროლებს - Sputnik საქართველო
დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

ეს შეეხება ყველა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებს, და ლაბორატორიებში მიმდინარე იმ პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლებიც ონლაინ ვერ ჩატარდება. თუმცაღა, ლაბორატორიებში მეცადინეობების პარალელურად ონლაინ სალექციო კურსი ძველებურად გაგრძელდება.

აკადემიური ჯგუფების განახლებული განრიგი ხელმისაწვდომია სტუ-ს ვებგვერდზე და დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.ge.

სტუ-ს ადმინისტრაციის თხოვნით, ყველა სტუდენტი, რომელიც მეცადინეობებს დაესწრება, პირბადე უნდა ატაროს. საუნივერსიტეტო ლაბორატორიებშიც უსაფრთხოების ყველა ზომას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ.

რაც შეეხება ბაკალავრიატის I,  II, III კურსის სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მათი პრაქტიკული მეცადინეობების აღდგენის შესახებ ვებგვერდზე დამატებით ეცნობება.

ყველა ახალი ამბავი
0