თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაზარალდა სოფლები ხარაულა, დანდალო,კოკოტაური, ცხმორისი და აბუქეთა. სოფლებში განადგურებულია კიტრის, პომიდვრის, თამბაქოსა და სხვა ბოსტნეულის პლანტაციები, ასევე ხეხილი და ვენახები.
როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც მიყენებულ ზარალს სწავლობენ.