აჭარის რამდენიმე სოფელში სეტყვამ ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი გაანადგურა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლებში განადგურებულია კიტრის, პომიდვრისა და სხვა ბოსტნეულის პლანტაციები, ასევე ხეხილი და ვენახები

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაზარალდა სოფლები ხარაულა, დანდალო,კოკოტაური, ცხმორისი და აბუქეთა. სოფლებში განადგურებულია კიტრის, პომიდვრის, თამბაქოსა და სხვა ბოსტნეულის პლანტაციები, ასევე ხეხილი და ვენახები.

როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც მიყენებულ ზარალს სწავლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0