მსოფლიო დღეს

აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ ბინგოლიდან 55 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა ხუთი კილომეტრის სიღრმეზე ფიქსირდება
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აღმოსავლეთ თურქეთში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC).

ბიძგები UTC დროით 14:24 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ ბინგოლიდან 55 კილომეტრში ხუთი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.