თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აღმოსავლეთ თურქეთში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC).
ბიძგები UTC დროით 14:24 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ ბინგოლიდან 55 კილომეტრში ხუთი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.