პრემიერი: მიუხედავად ყველაფრისა, პენსიები მაინც გაიზრდება

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და ის 250 ლარს მიაღწევს, განაცხადა გახარიამ.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებისა, 1 ივლისიდან პენსიები გაიზრდება, როგორც ამას პენსიონერებს დავპირდით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პენსიის ოდენობა საქართველოში 220 ლარს შეადგენს. ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65 წელი. საქართველოში სულ 770,3 ათასი პენსიონერია.

პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება: მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია

ახალ ბიუჯეტში პენსიების ზრდა შენარჩუნდა, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო გათვალისწინებული, როდესაც პარამეტრები სრულიად სხვა იყო. ამ შენარჩუნებული მექანიზმის თანახმად, 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და ის 250 ლარს მიაღწევს.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მაღალმთიან რეგიონებში 70 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია 300 ლარს მიაღწევს.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება.

„ეს ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან... ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც კი თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად შესთავაზოს პენსიონერებს“, – განაცხადა გახარიამ.

დეპუტატები პენსიის ინდექსაციის პროექტის განხილვას შეუდგნენ>>

პენსიების ინდექსაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ საქართველოსთვის გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაციაა. სსფ-ის ანალიტიკოსების აზრით, საბაზისო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების მიღება გაზრდის პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცებში.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი კორონავირუსის მეორე ტალღასაც ითვალისწინებს

შესწორებები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მომზადდა, ასევე ითვალისწინებს კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქებასაც, განაცხადა პრემიერმა.

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

კორონავირუსის პანდემია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მთავრობის მიერ ინფექციის გავრცელების შესაფერხებლად დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეხმაროს როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესს, რომელიც კორონავირუსის შედეგებისგან დაზარალდა. ამჟამად შესაბამის შესწორებებს სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტი განიხილავს.

„ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელშიც გადაზღვეულია როგორც ქვეყანაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა, ასევე ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც შეიძლება წლის ბოლომდე შეგვხვდეს“, – განაცხადა გახარიამ.

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ>>

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე პროგნოზირებენ. 26 თებერვლიდან, როდესაც ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 ივნისამდე ქვეყანაში დაავადების 828 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო კვირაში ინფიცირებულების რიცხვი 27-ით გაიზარდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პროექტი გათვლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებული პროგნოზების ფონზე.

საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: ხელისუფლება პრიორიტეტებს გადახედავს

პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს გაიზრდება დაახლოებით 3,9 მლრდ ლარით და 18,4 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები შემცირდება 1 მლრდ ლარით და 10,2 მლრდ ლარს შეადგენს.

შემოსულობების გაზრდა გამოწვეულია სხვა შემოსავლების გაზრდით, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის ხარჯზე, საქართველოს ეროვნული ბანკის დივიდენდების ზრდით, რესურსების დამატებითი მობილიზაციითა და სხვა ფაქტორებით.

ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების ხარჯზე გაიზრდება გრანტების მოცულობა და გაიზრდება საქართველოს ვალდებულებები. ამასთან, კრედიტების მოცულობა საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 4,5 მლრდ ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 15,9 მლრდ ლარს შეადგენს.

როდის უყრის კენჭს პარლამენტი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს – დასახელდა თარიღი>>

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები – 347 მლნ ლარით. ასიგნებების ნაწილი გადანაწილდება უწყებების ერთი ნაწილის ხარჯების მუხლების შემცირების და მეორე ნაწილის ხარჯების გაზრდის ხარჯზე.