აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები რასიზმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით Black lives matter. ადგილობრივ პოლიციას დემონსტრაციის დაშლა მოუწია. ჯორჯ ფლოიდი მაისის ბოლოს მინეაპოლისში პოლიციელს დაკავების დროს შემოაკვდა. მისმა გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. მანამდე სოლიდარობის აქციები გაიმართა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და ესპანეთში.