ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შვედეთში საპროტესტო ტალღა გამოიწვია – ვიდეო

გამოწერა
მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო პროტესტმა შვედეთამდეც მიაღწია. მიუხედავად კორონავირუსის გამო დადგენილი შეზღუდვებისა, ქალაქ მალმეში გამართულ დემონსტრაციაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები რასიზმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით Black lives matter. ადგილობრივ პოლიციას დემონსტრაციის დაშლა მოუწია. ჯორჯ ფლოიდი მაისის ბოლოს მინეაპოლისში პოლიციელს დაკავების დროს შემოაკვდა. მისმა გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. მანამდე სოლიდარობის აქციები გაიმართა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და ესპანეთში.

ყველა ახალი ამბავი
0