COVID-19 - ბოლო ცნობები

შეიქმნა ხელოვნურად, გავრცელდა შემთხვევით: ქვეყნდება ბრიტანული დაზვერვის შეფის ექსკლუზივი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი შეფი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ბოლო კვლევაზე, რომელიც კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობას ადასტურებს.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა და უბედური შემთხვევის შედეგად გავრცელდა, აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი რიჩარდ დირლავი Telegraph-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

​დირლავის თქმით, ის გაეცნო ახალ „მნიშვნელოვან“ სამეცნიერო კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს ჩინელმა სწავლულებმა. 

Fox News-მა „ნულოვანი პაციენტი“ დაადგინა: კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან „გამოიქცა“

მისი განმარტებით, საუბარია ბრიტანელი და ნორვეგიელი მეცნიერების, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის ანგუს დალგლიშისა და ნორვეგიელი ვირუსოლოგის ბირგერ სორენსენის სამეცნიერო სტატიაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა.

„ვფიქრობ, რომ [ეპიდემია] დაიწყო როგორც უბედური შემთხვევა. ჩნდება კითხვა: თუ ჩინეთი ოდესმე აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, გადაიხდის თუ არა ის კომპენსაციას? ჩემი აზრით, ეს აიძულებს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას, გადახედოს ჩინეთთან ურთიერთობებს“, — აღნიშნა დაზვერვის ყოფილმა შეფმა. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანამდე უკვე დაემუქრა ჩინეთს სასტიკი სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პანდემიის გამომწვევი ვირუსი მართლაც ხელოვნურად შეიქმნა უჰანის ლაბორატორიაში, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებამ შეგნებულად გაავრცელა ის მსოფლიოში.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს>>

ჩინეთმა, თავის მხრივ, არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება და განაცხადა, რომ უჰანის ლაბორატორიიდან არანაირი ვირუსი არ „გაქცეულა“.