„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჯორჯ ორუელის გამონათქვამებს.
ჯორჯ ორუელი (George Orwell, 1903–1950) – ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. მისი ნამდვილი სახელია ერიკ ართურ ბლერი. ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია რომანი „1984“ და იგავი „ცხოველების ფერმა“. ორუელია ავტორი ტერმინისა „ცივი ომი“, რომელმაც შემდგომში ფართო გამოყენება ჰპოვა.
· ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ წარუმატებლებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მათი მსხვერპლი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან.
· ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, შესაბამისად, ძალაუფლება ყოველთვის არანორმალურების ხელშია.
· სოციალიზმის (ისევე, როგორც ქრისტიანობის) ყველაზე უარესი რეკლამა მისი მიმდევრებია.
· გენიოსის უტყუარი ნიშანი: მისი წიგნები ქალებს არ მოსწონთ.
· თუ ცხოვრების მთავარი მიზანი არა განვლილი წლების რაოდენობა, არამედ ღირსება და პატიოსნებაა, მაშინ რა განსხვავებაა, როდის მოკვდები?
თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>
· თავისუფლება – ესაა უფლება ელაპარაკო ადამიანებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ.
· ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.
· ომი – ეს მშვიდობაა. თავისუფლება – მონობაა. არცოდნა – ძალა.
· ათიდან ცხრა შემთხვევაში რევოლუციონერი – ესაა მთამსვლელი ბომბით ჯიბეში.
· ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მოიხმარს და არაფერს აწარმოებს.
· პატრიოტიზმი თავისი ბუნებით არ არის აგრესიული არც სამხედრო და არც კულტურული გაგებით. ნაციონალიზმი კი ძალაუფლებისადმი მისწრაფებისგან განუყოფელია.
· სანამ ფიქრს არ ისწავლიან, არ აჯანყდებიან, მაგრამ მანამ, სანამ არ აჯანყდებიან, ფიქრს ვერ ისწავლიან.
· რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს მათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს.
· ომის დამთავრების უსწრაფესი ხერხი მისი წაგებაა.
· ის, ვინც წარსულს მართავს, მართავს მომავალს. ის, ვინც აწმყოს მართავს, მართავს წარსულს.
· ბელადი, რომელიც თავის ხალხს სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობით სარგებლობს, ვიდრე პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს კეთილდრეობასა და აყვავებას ჰპირდება.
· სერიოზულ სპორტს არაფერი აქვს საერთო პატიოსან თამაშთან. სერიოზული სპორტი – ესაა ომი, მინუს მკვლელობა.
· თითოეული თაობა თავს მიიჩნევს წინა თაობაზე უფრო ჭკვიანად და მომდევნო თაობაზე უფრო ბრძენად.
· კარგი წიგნი ამბობს იმას, რაც ისედაც ცნობილია.
· რევოლუციონერების უმრავლესობა პოტენციური კონსერვატორები არიან.
· ყოველ ნაციონალისტს არ შორდება ფიქრი, რომ წარსულის შეცვლა შეიძლება და უნდა შეიცვალოს.
· როდესაც ომს ბოლო არ უჩანს, ის უკვე აღარ არის საშიში.
· ომის მთელი პროპაგანდა, ყვირილი, ტყუილი და სიძულვილი უცვლელად მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იბრძვიან.
· რეპრესიების მიზანი რეპრესიებია. წამების მიზანი – წამება. ხელისუფლების მიზანი – ძალაუფლება.
· იერარქიული საზოგადოება შესაძლებელია მხოლოდ სიღატაკისა და უცოდინრობის საფუძველზე.
· ადამიანები მშიერი მუცლით არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. მათ არც კი იციან, ეს რა არის...