COVID-19 - ბოლო ცნობები

ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული არ არის - საპატრიარქო

მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაძრის სრული დეზინფექციის შემდეგ მრევლი და ღვთისმსახურები თვითიზოლაციაში არიან.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს COVID-19 დაუდგინდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მოსკოვში ქართული ეკლესია დაიკეტა - წინამძღვარს კორონავირუსი დაუდგინდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი 1 მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღვდელმსახურები და მრევლი გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ტაძარს კი ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

მათივე ცნობით, ამჟამად COVID-19-ის ვირუსის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს. ხოლო ვირუსის გავრცელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა.

მოსკოვში კორონავირუსის გამო საყოველთაო კარანტინი ცხადდება
„გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, მასაც COVID-19 აქვს თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია. თავად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელადაა, თვითიზოლაციაში იმყოფება და ვირუსის ნიშნები არ აქვს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლი და ერთმანეთთან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულებები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები მუშაობენ, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

საუკუნის გარიგება: მოსკოვში დედოფალ ელიზაბეტის ბინა იყიდება

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.

დღეისათვის ქვეყნის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 177 160 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 625 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 23 803 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში - კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულია 92 676 ადამიანი.