თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მოსკოვში გასაყიდად გაიტანეს ბინა, რომელიც ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტს მეორეს ეკუთვნის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის უმსხვილეს უძრავი ქონების სააგენტოში ამ დროისათვის საუკუნის გარიგება მზადდება მაცხოვრის ტაძრის მახლობლად, ობიდენსკის პირველ შესახვევში მდებარე 250 კვმ ფართობის ბინასთან დაკავშირებით, რომლის მფლობელადაც რეესტრში მისი უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეტია რეგისტრირებული, ოღონდ როგორც კანადის მმართველი.
ამასთან, კანადის საელჩოს განცხადებით, უძრავი ქონება დედოფალზეა გაფორმებული, ვინაიდან ფორმალურად ის გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ რეალურად საცხოვრებელი კანადის მთავრობის საკუთრებაა.
უძრავი ქონების სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული საცხოვრებლის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება მილიონნახევარ რუბლამდე (საშუალოდ 23719.36 ათასი აშშ დოლარი) მერყეობს. ბინის გაყიდვის მიზეზები არ სახელდება.
მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელიზაბეტ მეორეს ობიდენსკის პირველ შესახვევში ოთხი ბინა აქვს — საერთო ფართით 839 კვადრატული მეტრი.